ეს ის სამკურნალო საშუალებებია, რომლებიც სახსრების გაუსაძლისი ტკივილებისგან გიხსნით
სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები, ქსოვილთა ცვლილებები იწვევენ სათანადო არის -მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების ფალანგებისა და სხვათა ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვას. შორსწასულ შემთხვევებში ხდება სახსრების დეფორმაცია (მოყვანილობის შეცვლა), დამახინჯება, მოძრაობის შეზღუდვა. ქუსლის ძვალზე წანაზარდის (დეზის) გაჩენა იწვევს ტკივილს სიარულისა და დრომის დროს. მძიმე შედეგებს - სახსართა დარღვევამდე და კიდურის დამოკლებამდე - იძლევა ბარძაყის სახსრის დაზიანების მძიმე ფორმა.
განსაკუთრებით ცუდად გრძნობს თავს ადამიანი ცივ და ნესტიან ამინდში. ტკივილი ძლიერდება მუშაობის, სიარულის, დაღლილობის გავლენით. მსუბუქ შემთხვევებში ტკივილი შეიძლება მხოლოდ დილით იყოს, ხოლო მოძრაობის, სიარულის გავლენით დაწყნარდეს.
ართროზის მკურნალობა:
განსაკუთრებით ცუდად გრძნობს თავს ადამიანი ცივ და ნესტიან ამინდში. ტკივილი ძლიერდება მუშაობის, სიარულის, დაღლილობის გავლენით. მსუბუქ შემთხვევებში ტკივილი შეიძლება მხოლოდ დილით იყოს, ხოლო მოძრაობის, სიარულის გავლენით დაწყნარდეს.
ართროზის მკურნალობა:
- 3 ჩ/კ მანანას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 0,5 ლ ცივი, ანადუღარი, წყალი. გააჩერეთ 4 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ თბილი ნაყენი 2 - 3- ჯერ დღეში.
- 4 ს/კ ჭანგას წვრილად დაჭრილ ფესურას დაასხით 1 ლ წყალი, ადუღეთ, სანამ მოცულობა 1/4 - ით არ შემცირდება. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში.
- 1 ს/კ ბაბუაწვერას ხმელ, დაქუცმაცებულ, ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ. გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 -ჯერ დღეში.
- 15 გრ შავი მოცხარის ხმელ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დააყენეთ და დალიეთ როგორც ჩაი.
- 2 ს/კ კრაზანას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში. ამ ნაყენის გამოყენება შეიძლება გარეგანადაც კომპრესების და საფენების სახით.
- ძველი, გაყვითლებული ღორის გადამდნარი ქონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, დაიდეთ მტკივან ადგილებზე კომპრესის სახით.
- აიღეთ სკიპიდარი - 150 მლ, ზეითუნის ზეთი - 150 მლ, სპირტი (700 ) -150 მლ, ქაფური - 3 გრ, ყველაფერი აურიეთ და გამოიყენეთ დასაზელად ართრიტით გამოწვეული ტკივილის დროს.