ადრე ხაჭო არ შედიოდა ჩემი საყვარელი კერძების სიაში. ამ რეცეპტის წყალობით, მას სულ უფრო ხშირად მივირთმევ
ხაჭოს მობრაწულა გარგრით - ეს უბრალოდ „მორიგი“ ნამცხვარი არ არის. ჯერ ერთი, ფქვილი საერთოდ არ გჭირდებათ, მეორეც, გარგარს დაქუცმაცებული სახით ვიყენებთ, მესამეც - ნუში მას განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს. მოკლედ, მოამზადეთ და თავად დარწმუნდებით!
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 1 კგ გარგარი
- 500 გრ ხაჭო
- 150 გრ იოგურტი
- 70 გრ კარაქი
- 100 გრ შაქარი
- 3 კვერცხი
- 1 ლიმონი
- 3 ს.კ. მანანის ბურღული
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 50 გრ ნუში
- 1 მწიკვი მარილი
- 2 ს.კ. შაქრის პუდრი
მომზადება:
- აადუღეთ ქვაბში წყალი, ჩაყარეთ გარგარი, 2-3 წამში ამოიღეთ, დაასხით ცივი წყალი მოაცილეთ კანი, კურკები და დაჭერით რბილობი.
- დარბილებული 50 გრ კარაქი შეურიეთ შაქართან, შემდეგ დაუმატეთ მარილი, ხაჭო და კარგად მოურიეთ. დამატეთ 1 ლიმონის ცედრა, ჩაათქვიფეთ კვერცხი და იოგურტი. კარგად მოურიეთ.
- შეურიეთ მანანის ბურღული და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ დაჭრილი გარგარი, კარგად მოურიეთ.
- შეურიეთ ორივე მასა ერთმანეთს
- ცხიმწასმულ ფოლგიან ფორმას მოაყარეთ მსხვილად დაფქული ნუში. შემდეგი ფენა - ხაჭოს მასა. კვლავ მოაყარეთ ნუში.
- გამოაცხვეთ 60 წუთის განმავლობაში 175 გრადუსზე. შებრაწულა მზადაა, თუ მისი ქექრქი ოქროსფერი გახდა.