მსოფლიოში ყველაზე მარტივი გარგრის ნამცხვარი - საუკეთესო საზაფხულო დესერტი!
Fpaparazzi გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფრანგული დესერტის, ქლაფუტის ერთ-ერთ ვარიანტს - გარგრით... თუკი, ეძებთ, იდეალურ საზაფხულო დესერტს, ჩათვალეთ, რომ ეს ის არის. ის ლამაზია, წვნიანი და უგემრიელესი. რაც მთავრია, მარტივად მზადდება!
საჭირო მასალა:
მომზადება:
საჭირო მასალა:
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 80 გ
- ფქვილი 75 გ
- კარაქი 50 გ
- რძე 250 მლ
- ლიმონის ცედრა 0,5 ჩ/კ
- გარგარი 7 ცალი
მომზადება:
- წაუსვით გამოსაცხობ ფორმას კარაქი.
- გამოაცალეთ კურკა გარგარს და გახლიჩეთ შუაზე.
- დაალაგეთ გარგრის ნახევრები ფორმაზე.
- ათქვიფეთ მიქსერით კვერცხი და შაქარი.
- გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის მასას.
- დაუმატეთ გამდნარი და ოდნავ გაგრილებული კარაქი, რძე და ლიმონის ცედრა.
- ყველაფერი კარგად ათქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე.
- უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- დაასხით მიღებული მასა გარგრის ნაჭრებს.
- შედგით ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი.
- ნამცხვარი მზად არის, როცა ზემოდან მოიბრაწება.
- ქლაფუტი ფორმიდან როცა გაცივდება, მხოლოდ მაშინ გადმოიღეთ.
- სურვილისამებრ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან დარიჩინი.
- მიირთვით ნაყინთან ერთად.