ვერასოდეს მიხვდებით, რისგან არის მომზადებული ეს ნამცხვრები!

ვერასოდეს მიხვდებით, რისგან არის მომზადებული ეს ნამცხვრები!
ხაჭოს ფუნთუშები ფორთოხლით - დესერტია, რომელსაც ისინიც კი სიამოვნებით მიირთმევენ, ვისაც ხაჭო არ უყვარს. გამოაცხვეთ ეს უგემრიელესი ნამცხვრები და თავად დარწმუნდებით!

საჭირო მასალა:
  • ხაჭო 160 გ
  • შაქარი 80 გ
  • სოდა 0,3 ჩ/კ
  • ზეთი 80 მლ
  • ვანილის შაქარი 20 გ
  • ფქვილი 260 გ
  • გამაფხვიერებელი 8 გ
  • მარილი მწიკვი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფორთოხალი 1 ცალი


მომზადების წესი:

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო, დაუმატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და მარილი. კარგად აურიეთ.
  2. ხაჭოს მასას დაუმატეთ კვერცხი, ჩაასხით ზეთი და კარგად აურიეთ.
  3. ფქვილში აურიეთ სოდა და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ მიღებული მშრალი მასა ხაჭოს მასას და კარგად აურიეთ.
  4. სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ მასზე ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
  5. გაფცქვენით ფორთოხალი და დაჭერით პატარა კუბიკებად.
  6. ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით თანაბარ, მრგვალ ნაჭრებად.
  7. ცომის ნაჭრებისგან გააკეთეთ თხელი ძეხვი, დაახვიეთ ისე, რომ მომავალ ნამცხვარს მაღალი კიდეები ქონდეს.
  8. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და გადაიტანეთ მასზე ცომის ნაჭრები.
  9. თითოეული ცომის ფიალაში მოათავსეთ 1 ს/კ დაჭრილი ფორთოხალი.
  10. მოათავსეთ 180 გრადუსზე და აცხვეთ 25 წუთი.
  11. მზა ნამცხვრებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!