საოცრად არომატული და ფაფუკი გარგრის ღვეზელი
მოამზადეთ fpaparazzi-ს რეცეპტით ეს ღვეზელი და გააოცეთ ოჯახის წევრები და მეგობრები. გარგარი შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ხილით ან კენკრით.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 120 გ კარაქი
- 40 მლ რძე
- 3 კვერცხი
- 165 გ შაქრის პუდრა
- 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 15 ცალი გარგარი
- 150 ფქვილი
მომზადება:
- დარბილებულ კარაქს შეურიეთ შაქრის პუდრა.
- სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი და კარგად ურიეთ.
- ჩაასხით რძე.
- ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და დაუმატეთ ძირითად მასა.
- მიიღებთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომს.
- ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი.
- ზემოდან დაალაგეთ ნახევარ-ნახევარი გარგარი.
- აცხვეთ 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!