ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით. ჩვეულებრივი ინგრედიენტები - არაჩვეულებრივი შედეგი!

ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოს შიგთავსით. ჩვეულებრივი ინგრედიენტები - არაჩვეულებრივი შედეგი!
დესერტების რეცეპტები არასოდეს მოგბეზრდება, განსაკუთრებით, თუ ის რაიმე სეზონურ კენკრაზე ან ხილზე არაა დამოკიდებული, რომელიც უნდა გაყინო, მერე გაალღო... გემო კი შეიძლება სულაც არ გამოვიდეს ისეთი, როგორსაც ელოდი. გტავაზობთ რეცეპტს, რომელიც ჩვეულებრივ ცხობას არ ჰგავს კენკრების გამოყენებით. შიგთავსად ქიშმიში უნდა გამოიყენოთ, მისდამი მიდგომა ჩვეულებრივისგან განსხვავდება, მაგრამ ფხვიერ ნამცხვარზე გაცილებით გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:
  • 390 გრ ფქვილი
  • 250 გრ მარგარინი
  • 360 გრ შაქარი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 0,5 კგ ხაჭო
  • 100 გრ ქიშმიში
  • 3 კვერცხი
  • 10 გრ ვანილი


მომზადება:

  1. მომზადებამდე ინგრედიენტები გააცივეთ. გაცერით ფქვილი და დაყარეთ საჭრელ დაფაზე, დაამატეთ დაჭრილი კარაქი, სოდა და ნახევარი შაქარი. კარგად მოურიეთ, უნდა გამოვიდეს ფხვნილი და არა ცომი. შედგით მაცივარში.
  2. თასში ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ ხაჭო, დარჩენილი შაქარი და ვანილი. დაამატეთ ქიშმიში და მოურიეთ.
  3. ფხვნილი-ცომის ცოტაოდენი ნაწილი მოაყარეთ საცხომ ფორმას, ეს ფენა სწორი უნდა იყოს. ზემოდან მოათავსეთ ხაჭოსა და ქიშმიშის მასა, გაათანაბრეთ.
  4. მოაყარეთ დარჩენილი ფხვნილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში.


გემრიელად მიირთვით!