ვაშლისგულიანი ფუნთუშები ხაჭოს ცომით

ვაშლისგულიანი ფუნთუშები ხაჭოს ცომით
fpaparazzi წარმოგიდგენთ ფუნთუშების რეცეპტს, რომელიც იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც კი შეძლებს მის მომზადებას.

საჭირო მასალა:
ცომი:
  • 150 გ ფქვილი
  • 200 გ ხაჭო 9 %-იანი
  • 85 გ დარბილებული კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ შაქარი
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

გულსართი:
  • 2 მოზრდილი ვაშლი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 2 ს/კ შაქარი
  • ცოტაოდენი ქიშმიში
  • ვანილი ან დარიჩინი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ხაჭო გაატარეთ საცერში, დაუმატეთ შაქარი, მარილი და კარაქი, დაუმატეთ ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და კარგად აურიეთ.
2. ფქვილი გაცერით და აურიეთ გამაფხვიერებელი. შეურიეთ ძირითად მასას.
3. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი და გაფცქვნილი, პატარა კუბიკებად დაჭრილი ვაშლი.
4. დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ, სანამ ვაშლი არ დარბილდება. დაუმატეთ ვანილი (ან დარიჩინი სურვილისამებრ), ქიშმიში. გააცივეთ.
5. ცომი გაყავით 10 ნაწილად, თითოეულში მოათავსეთ ვაშლის გულსართი, მიეცით ფუნთუშების ფორმა და მოათავსეთ ღუმელის პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე. წაუსვით კვერცხი.
6. აცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!