მარმარილოსებრი კექსი ხაჭოსა და შოკოლადის ცომით

მარმარილოსებრი კექსი  ხაჭოსა და შოკოლადის ცომით
fpaparazzi გთავაზობთ უფაფუკესი და უგემრიელესი კექსის რეცეპტს, რომელიც საოცრად უხდება ყავასა და ჩაის. გაილამაზეთ შემოდგომის საღამოები გემრიელი დესერტით.
საჭირო მასალა:
  • შოკოლადი 100 გ
  • კარაქი 100 გ
  • კაკაო 2 ს.კ
  • შაქარი 3-4 ს.კ
  • კვერცხი 2
  • მარილი მწიკვი
  • ვანილი
  • ფქვილი 100 გ
  • გამაფხვიერებელი 1/2 ჩ.კ

ხაჭოს ცომი:
  • ხაჭო 200 გ
  • შაქარი 2-3 ს.კ
  • ვანილი
  • კვერცხი 1
  • ფქვილი 1 ს.კ

მომზადება:
  1. ღუმელი გაახურეთ 180-200 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი.
  2. შოკოლადი და კარაქი გაადნეთ. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, მწიკვი მარილი, შემდეგ შოკოლადიანი კარაქი. დაამატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  3. ხაჭო და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ პუდრა, ფქვილი და ვანილი.
  4. ფორმის ძირზე დაასხით ცოტა შოკოლადიანი ცომი, შემდეგ აქა-იქ ხაჭოს ცომი . კვლავ შოკოლადის ცომი, ხაჭოს ცომი და ბოლო ფენა ისევ შოკოლადის. ხის ჩხირით ცომში ხაზები გავავლოთ.
  5. გამოვაცხოთ ღვეზელი, გავაციოთ და დავჭრათ.

გემრიელად მიირთვით!