აი, როგორ მოვამზადოთ ყველაზე ნაზი ცომი ნამცხვრებისთვის. დიდ ხანს ვეძებდი იდეალურ რეცეპტს...

აი, როგორ მოვამზადოთ ყველაზე ნაზი ცომი ნამცხვრებისთვის. დიდ ხანს ვეძებდი იდეალურ რეცეპტს...
რბილი, პლასტიური, მსუბუქი და გემრიელი - აი, როგორ შეიძლება დავახასიათოთ ხაჭოს ცომი. თ ის სწორად მოამზადეთ, ხელებზე არ მიგეკრობათ და ნებისმიერი ცომეულის გამოცხობა გაგიადვილდებათ. რაც შეეხება შიგთავსს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: კენკრა, თხილი, ხილი, ჩირი, მწვანე ხახვი თუ მოხარშული კვერცხი, სოკო თუ ფარში. არჩევანი თქვენზეა.

ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხაჭო
  • 280 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 50 გრ კარაქი


მომზადება:


  1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  2. გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ხაჭო, ჩაყარეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ.
  3. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ შაქარი და მიქსერით მოურიეთ.
  4. შეურიეთ ორივე მასა და მოზილეთ ცომი. შედგით მაცივარში ბნახევარი საათით, შემდეგ კი გამოიყენეთ ცხობისთვის.