ჯემიანი ორცხობილები ჩაისთვის 15 წუთში
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს გემრიელი, ხრაშუნა ორცოხბილები და გაახაროთ პატარები თუ უფროსები.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 120 გ კარაქი
- 2 კვერცხი + 1 კვერცხის გული
- მწიკვი მარილი
- ჯემი
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ 2 კვერცხი, თანდათანობით კი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
- გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.
- აიღეთ ცომის ნაწილი, გააბრტყელეთ თხლად (დაახლოებით 2-3 მმ სისქეზე), ჭიქით ამოჭერით წრე.
- ცომი ცენტრში მოათავსეთ ჯემი ის, რომ 1 სმ დატოვოთ ცომის კიდემდე, დაადეთ ცომის მეორე წრე, ოდნავ დააწექით და შეუწებეთ კიდეები, შემდეგ ჩანგლით დააწექით კიდეებზე.
- ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
- მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 12-15 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!