ქაღალდში გამომცხვარი ჩრდილოეთის ორაგული
რჩევა: გამოსაცხობად დაგჭირდებათ რამდენიმე ფურცელი გაზეთი და სქელი, სქელი, კანაფის ძაფი.
მომზადების დრო: 30 წთ
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 30 წთ
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
- სურნელოვანი დაფქული პილპილი
- ერთი ცალი მთლიანი ჩრდილოების ორაგული თავიანად (დაახლოებით 3 კგ)
- დიდი კონა: ოხრახუში, კამა, ტარხუნა, მწვანე ხახვი
- ლიმონი 1 ცალი
- მარილი, ქონდარი, თევზის სხვა სუნელი
მომზადების წესი:
- გაზეთის რამდენიმე ფენაზე მოათავსეთ დიდი რაოდენობით მწვანილეული: ოხრახუში, კამა, ტარხუნა. ზემოდან დაადეთ გასუფთავებული ორაგული.
- მოაყარეთ თევზს მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი, წაუსვით თევზის სანელებელი შიგნიდან და გარედან.
- თევზი გამოტენეთ ასევე დიდი რაოდენობით კამით, მწვანე ხახვით, ოხრახუშით და წრეებად დაჭრილი ლიმონით.
- ზეამოდანაც დაადეთ მწვანილები იმდენი, რომ თევზს გაზეთი არ ეხებოდეს.
- გაახვიეთ გაზეთში, გადაკარით თოკით და დაასველეთ წყალში.
- მოათავსეთ გრილის რეჟიმზე ღუმელში 25-30 წუთი. გადააბრუნეთ ერთხელ. დროდადრო კი ასხით წყალი.
გემრიელად მიირთვით!