როგორ გავახაროთ რეჰანი ფანჯრის რაფაზე
სამწუხაროდ, ზაფხული მუდმივი არ არის, ამაშ ცუდი არაფერია, მაგრამ არომატული მწვანილით დატკბობა მთელი წლის განმავლობაში გვსურს.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ, როგორ გავახაროთ რეჰანი სახლის პირობბებში. მიუხედავად იმისა, რომ ის უპრეტენზიოა, მაინც უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი.
ფანჯრის რაფაზე გასახარებლად, უნდა აირჩიოთ წვრილფოთლიანი ჯიშები. დათესვისას, მოსავალს დიდ ხანს უნდა ელოდოთ, მაგრა, ეს საუკეთესო ვარიანტია.
გამოგადგებათ ჩვეულებრივი მიწა ბაღიდან ან ბოსტნიდან, გამოიყენეთ ქოთნები ან სპეციალური გრძელი ყუთები. მიწაში შეიტანეთ მინერალური სასუქი ბოსტნეულისთვის. ახლა შეგიძლიათ დათესოთ. საჭირო არ არის, ღრმად დათესოთ, ამგვარად ის დიდ ხანს არ ამოვა. საკმარისია 1 სმ სიღრმე.
თესლებს შორის დაშორება - 10 სმ. მას მერე, რაც მცენარე 5 სმ-ით ამოვა, მიწა უნდა გააფხვიეროთ ყოველ 2-3 დღეში. ამგვარად ნიადაგი ჟანგბადით მდიდრდება, ეს კი მნიშვნელოვანია მცენარისთვის, რომელსაც ოთახში ახარებთ.
მცენარე ყოველდღე უნდა მორწყათ, აუცილებლად დილით. ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა. უხვი მორწყვა საჭირო არ არის, ნიადაგი ცოტათი ტენიანი უნდა იყოს. უხვი მორწყვა მხოლოდ ცხელ ამინდშია საჭირო, დღეში 2-ჯერ.
რეჰანისთვის შესაფერისი ტემპერატურა გახლავთ +25 გრადუსი. მას მზე უყვარს, ამიტომ, უმჯობესია მზიან მხარეს დადგათ. თუ მას აივანზე ახარებთ, ცივ ამინდში ცელოფანი უნდა შემოახვიოთ.
რეჰანი, ისევე როგორც სხვა მცენარეები, მიდრეკილია დაავადებებისადმი. ყველაზე ხშირად ის ავადდება ნაცრისფერი ობით და ფუზარიოზით. ამის თავიდან ასარიდებლად, ნუ მორწყავთ მას უხვად. თუკი დაავადდა, მოაცილეთ დაზიანებული ფოთლები.
თუ გსურთ, რომ რეჰანმა არომატი შეინარჩუნოს, მოაწყვიტეთ ყველა ყვავილოვანი ყლორტი. ეს პროცედურა დაგეხმარებათ, გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე მცენარეს და მთელი წელი დატკბეთ ცოცხალი ვიტამინებით.