„ვაშლის ჩექმები“ - ძალიან ლამაზი, არომატული და ხრაშუნა ნამცხვარი, რომელიც თეფშიდან უმალვე ქრება!
ეს ნამცხვარი რბილ ჩექმებს ჰგავს გარეგნულად, რომლებსაც აღმოსავლეთში ატარებენ. დესერტი იმაზე სწრაფად მზადდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვაშლი, თხილი, დარიჩინი - ინგრედიენტების შეხამება, რომელიც კლასიკად იქცა.
ინგრედიენტები:
მომზადება:
ინგრედიენტები:
- 200 გრ კარაქი
- 6 ს.კ. შაქარი
- 10 გრ გამაფხვიერებელი
- 6 ცალი ვაშლი
- დარიჩინი გემოვნებით
- 100 გრ ნიგოზი
- 1 ცალი კვერცხი
- 100 მლ რძე
- 1 გრ ვანილი
- 7 ს.კ. წყალი
- შაქრის პუდრი გემოვნებით
- 500 გრ ფქვილი
მომზადება:
- დაჭერით ვაშლი სიგრძეზე, მოათავსეთ ქვაბში, მოაყარეთ 3.კ. შაქარი, დაასხით წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე სითხის სრულად აორთქლებამდე. მოხსენით ცეცხლიდან, დაამატეთ წვრილად დაჭრილი თხილი, დარიჩინი და მოურიეთ.
- დარჩენილი შაქარი და დარბილებული კარაქი შეასრისეთ, დაამატეთ კვერცხი, რძე და მოურიეთ. შეურიეთ ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი და დაუმატეთ მასას.
- მოზელილი ცომი შეახვიეთ ცელოფანში და დატოვეთ 20 წუთით სიცივეში. შემდეგ გააბრტყელეთ და ამოჭერით სამკუთხედები.
- ყოველ სამკუთხედს ჭრილი გაუკეთეთ. ცენტრში მოათავსეთ ცოტაოდენი შიგთავსი და შეაერთეთ ქვედა კუთხეები. დაახლოებით 40 ნამცხვარი გამოგივათ.
- გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 189 გრადუსზე.
- მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრი.