გერმანული ვაშლის ღვეზელი

გერმანული ვაშლის ღვეზელი
ეს ნამცხვარი ძალიან გემრიელია. FPAPARAZZI-ის რედაქცია გირჩევთ, სურვილის შემთხვევაში ვაშლის ნაცვლად ატამი გამოიყენოთ.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 300გ
  • კარაქი- 300გ
  • ლიმონი- 1ცალი
  • კვერცხი- 3ცალი
  • შაქარი 370გ
  • ვაშლი 700გ
  • დარიჩინი- 1ჩ/კ
  • რძე- 3 ს/კ
  • ვანილი- 150გ
  • ქიშმიში- 40გ

მომზადება:
მოზილეთ ცომი- ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, კარაქი, შაქარი, ლიმონის ცედრა და 1 კვერცხი. დადგით გრილ ადგილას 1 საათით.
საცხობ ფორმაზე დააფინეთ თხლად გაბრტყელებული ცომის 2/3-ი და დაჩხვილეთ ჩანგლით.
დაჭრილი ვაშლი ცოტა ხნით დააწყვეთ ტაფაზე. ოდნავ რომ დაიბრაწება აურიეთ შაქრის, დარიჩინისა და ლიმონის წვენში. შემდეგ კი დააწყვეთ ფორმაზე.
ცალკე ჯამში აურიეთ 2 კვერცხი, რძე, 1 ს/კ შაქარი, ½ ჩ.კ დარიჩინი და ვანილი. მასა მიიყვანეთ ადუღებამდე და მოასხით დაჭილ ვაშლს.
დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით წვრილ ზოლებად და გააფორმეთ ნამცხვარი. შემდეგ შედგით ღუმელში და აცხვეთ 50-60 წუთი 200 გრადუსზე.
მზა ნამცხვარს აცადეთ გაგრილება. შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრი. მიირთვით ნაყინთან და ათქვეფილ ნაღებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით.