ზოგადადგამამაგრებელი ვიტამინებით მდიდარი ჩაი
ევოლუციის პროცესის დროს ადამიანის ორგანიზმში აგრესიული გარემოს გავლენისგან დაცვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი სისტემა გამომუშავდა, რომელთაგან ერთ - ერთი იმუნიტეტია. ეს სისტემა განკუთვნილია ვირუსების, ბაქტერიების, სოკოებისა და პარაზიტებისაგან ჩვენი ორგანიზმის დასაცავად. თუ ჩვენს ორგანიზმში იმუნური სისტემა მუშაობს კარგად, შეიძლება მრავალი დაავადების არ გვეშინოდეს.
ამისათვის კი ხელი უნდა შევუწყოთ ორგანიზმის დაცვას ზოგადგამამაგრებელი საშუალებებით:
ზოგადგამამაგრებელი და ვიტამინური ჩაი
ამისათვის კი ხელი უნდა შევუწყოთ ორგანიზმის დაცვას ზოგადგამამაგრებელი საშუალებებით:
ზოგადგამამაგრებელი და ვიტამინური ჩაი
- დაჭერით წვრილად საშუალო ზომის, 3 გაუფცქვნელი ვაშლი, დაასხით 1 ლ ანადუღარი წყალი, ხარშეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 30 წთ, დაუმატეთ თაფლი და გემოვნებით სვით როგორც ჩაი.
- ფოთოხლის ჩაი: 1 წილი ფორთოხლის კანი, 1 წილი შავი ბაიხის ჩაი, 1/2 წილი ლიმონის კანი. ყველა ამ კომპონენტს დაასხით მდუღარე: 60 გრ გამხმარ ნარევზე 1 ლ მდუღარე, დაუმატეთ ფორთოხლის სიროფი გემოვნებით და დააყენეთ 5 წთ.
- 6 ჩ/კ შავ ჩაის დაასხით 500 მლ მდუღარე, დააყენეთ 5 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით შავი მოცხარის წვენი, გადაასხით ფინჯნებში და განაზავეთ მესამედად ან ნახევრად მინერალური წყლით. შაქარი დაუმატეთ გემოვნებით.
- ასკილის ნაყოფის ნახარში და ცხელი ჩაი თანაბარი რაოდენობით, შაქარი და თაფლი გემოვნებით. აადუღეთ 3 -4 წუთი ასკილის ნახარში, გაწურეთ ცხელი ჩაი. დაუმატეთ შაქარი და თაფლი მიიღეთ ცივი სახით.
- შტოშის ნაყოფი ჩადეთ ჭიქაში, მოსრისეთ კოვზით, დაუმატეთ შაქარი და დაასხით ცხელი ჩაი.
- აიღეთ 50 მლ ვაშლის წვენი, ჩაასხით 150 მლ ცხელი მაგარ ჩაიში, დალიეთ.
- აიღეთ ორ - ორი წილი კუნელის და ასკილის ნაყოფი, 1 წილი ჟოლოს ნაყოფი, 1 წილი მწვანე ჩაი. ნაკრების 1 ჩ/კ - ს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ. სვით თაფლით ან მურაბით.