უმკურნალეთ ტაქიკარდიას ეფექტური მცენარეული საშუალებებით
გული - ეს ძალიან ძლიერი კუნთია, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის და მასთან ერთად საკვები ნივთერებების და ჟანგბადის მიტანას ორგანიზმის ყველა უჯრედთან.
გულის დაავადების ნიშნებს წარმოადგენს წითელი სისხლძარღვების გაჩენა თვალების თეთრ გარსზე, შეშუპება, სიშავე თვალების ქვეშ, სიწითლე იღლიების ქვეშ.
გულის შრომისუნარიანობა ქვეითდება დაახლოებით 13 - დან 21 სთ - მდე, ამ პერიოდში თავი არ უნდა გადაიტვირთოთ.
გულის დაავადების ნიშნებს წარმოადგენს წითელი სისხლძარღვების გაჩენა თვალების თეთრ გარსზე, შეშუპება, სიშავე თვალების ქვეშ, სიწითლე იღლიების ქვეშ.
გულის შრომისუნარიანობა ქვეითდება დაახლოებით 13 - დან 21 სთ - მდე, ამ პერიოდში თავი არ უნდა გადაიტვირთოთ.
- გულის შეკუმშვათა რითმის შენელების, გულის კუნთის ტონუსის გაზრდისათვის (პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის დროს): დაასხით 2 წილ სელის ბალახს 10 წილი არაყი ( არაყზე ბალახი უნდა დააყენოთ ორჯერ უფრო ხანგრძლივად, ვიდრე სპირტზე), დააყენეთ 21 დღე, მიიღეთ ნორმალური ან მომატებული წნევის დროს 30 - 40 წვეთი, ჰიპერტონიის დროს კი 2 - 2 ჩ/კ, მიაყოლეთ ყლუპებით წყალი, 3 - 4 კვირის განმავლობაში.
- ტაქიკარდიის დროს შველის ცხვირისატეხელას ბალახის ნახარში: 1 ჩ/კ ბალახს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3 წთ, შემდეგ შეფუთული დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. სვით 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, 2 -3 კვირის განმავლობაში.
- გულის ფრიალის დროს: შეურიეთ ერთმანეთს 1 წილი ახლადდაკრეფილი, დაქუცმაცებული მიხაკის ბალახი და 5 წილი მცენარეული ზეთი, დააყენეთ 8 დღე. მიიღეთ 10 - 10 წვეთი 3 - ჯერ დღეში. შეიძლება ასევე 1 ს/კ მიხაკის ბალახს დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე და დაბალ ცეცხლზე დაიყვანოთ ნახევრამდე. მიიღეთ 1 ჩ/კ 3 -ჯერ დღეში, ორი კვირის განმავლობაში.
- ნევროზებისა და ძლიერი გულისფრიალის დროს: სატაცურის 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 2 წთ. ცხელ ნახარშში ჩადეთ 1 - 2 ჩ/კ სატაცურის გამხმარი ბალახი, შეფუთეთ და დააყენეთ 2 სთ -ით. ორ - ორი ს/კ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, 4 კვირის განმავლობაში.
- ტაქიკარდიით დაავადებულთათვის რეკომედებულია: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ და სვით თბილი სახით ნახევარ - ნახევარი ჭიქა, ჭამამდე, 3 -ჯერ დღეში. თუ ეს დოზა აღმოჩნდება დიდი, შეიძლება მისი შემცირება. მკურნალობა ხანგრძლივია.