იზრუნეთ თქვენს იმუნიტეტზე! რადგან მხოლოდ მას შეუძლია გიხსნათ ნებისმიერი დაავადებისგან.
ევოლუციის პროცესის დროს ადამიანის ორგანიზმში აგრესიული გარემოს გავლენისაგან დაცვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სისტემა გამომუშავდა, რომელთაგან ერთერთი იმუნიტეტია. ეს სისტემა განკუთვნილია ვირუსების, ბაქტერიების, სოკოსებისა და პარაზიტებისგან ჩვენი ორგანიზმის დასაცავად. თუ ჩვენს ორგანიზმში იმუნური სისტემა მუშაობს კარგად, შეიძლება მრავალი დაავადების არ გვეშინოდეს. არის სპერიციალური - უჯრედები, ე.წ. "თანდაყოლილი მკვლელები", სწორედ ისინი "აღასრულებენ განაჩენსაც". ეს ფხიზელი დარაჯები არჩევენ არა მარტო უცხო უჯრედებს, არამედ არ ინდობენ საკუთარსაც, თუ ისინი შეწყვეტენ თავიანთი როლის შესრულებას. აქედან გამომდინარე იმუნიტეტზე ზრუნვა აუცილებელია. ამაში კი ჩვენი FPAPARAZZI - ის რედაქციის რჩევები დაგეხმარებათ.
თაფლი და ჩირი
აუცილებელია ყოველ საღამოს 2 თვის განმავლობაში ძილის წინ მიიღოთ შემდეგი რეცეპტით მომზადებული ნაზავი: ხორცსაკეპში გაატარეთ ერთი ცალი ლეღვის ჩირი, 5 ცალი გარგარის ჩირი (კურაგა) და ერთი ცალი შავი ქლიავის ჩირი. ნაკრებს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თხიერი თაფლი და კარგად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი პასტის მსგავსი მასა მიიღოთ. ასე მომზადებული ნაზავი შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ან ჯემივით შავ პურზე გადასმული. ეს ხალხური საშუალება შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მალთაშუა დისკების (რბილი) შემადგენელი ქსოვილების რეგენერაციის პროცესს იწვევს. ამას გარდა, ეს ნივთიერებები კარგად მოქმედებს ორგანიზმის დანარჩენი ქსოვილების სიმკვრივესა და სიმტკიცეზე.
ცოცხალი პროდუქტებით
გაფცქვენით დაახლოებით 100 გრ გოგრა, დაჭერით პატარა კუბიკებად და კარაქში შეწვით (შეგიძლიათ ორთქლზეც მოამზადოთ ). მზა გოგრა ჩანგლით დაჭყლიტეთ, როგორც პიურე, დაუმატეთ 2 ჩ/კ თხიერი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და 2 ს/კ მსხვილ სახეხზე გახეხილი მწიფე ვაშლი (შეგიძლიათ ვაშლი ერთი ცალი შავი ქლიავით შეცვალოთ). ასე მომზადებული ნაზავი შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ, მიაყოლოთ მწვანე ჩაი ან ასკილის ნაყენი. მოცემული ნაზავი ამაგრებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კუნთების განმტკიცებას.
იმუნიტეტის ასამაღლებად
წვრილ სახეხზე გახეხილი 2 ჩ/კ ლიმონის კანი, 3 ჩ/კ თხიერი თაფლი და 1 ჩ/კ ხახვის წვენი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მიღებული შემადგენლობა მიიღეთ დილაობით, თბილი წყლის მიტანებით.
გულ - სისხლძარღვთა სისტემისთვის
3 ლიმონი დააქუცმაცეთ კანიანად (გახეხეთ, დააბლენდერეთ, ხორცსაკეპში გაატარეთ - როგორც მოგიხერხდებათ ) მიღებულ ფაფას შეურიეთ დანაყული ოციოდე თხილის გული და 5 ს/კ თხიერი თაფლი. ნაზავი სამი დღე გააჩერეთ მაცივარში, შემდეგ დღეში 3 ჩ/კ მიიღეთ. მოცემული ნუგბარი გულ - სისხლძარღვთა სისტემას განამტკიცებს.