შეაჩერეთ საშვილოსნოდან სისხლდენა სამკურნალო მცენარეებით

შეაჩერეთ საშვილოსნოდან სისხლდენა სამკურნალო მცენარეებით
შვილოსნობის ასაკის ქალებში სისხლდენა, როგორც წესი, ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის ფონზე. არაფუნქციური საშვილოსნოს სისხლდენის მაპროვოცირებელ ფაქტორებს ხშირად მიეკუთვნება: არასრულფასოვანი მატერიალურ - საყოფაცხოვრებო პირობები, კლიმატის შეცვლა, უარყოფითი ემოცია, ქრონიკული ინფექცია და ინტოქსიკაცია, პროფესიული დაავადებები, ავიტამინოზი, გადაღლა და ა.შ.

რეცეპტები:
  • საშვილოსნოდან სისხლდენის და ფიბრომის დროს მოამზადეთ ნაკრები: 50 გრ მარწყვის ფოთოლი, 20 გრ კრაზანას ბალახი, 20 გრ შავბალახას ბალახი, 20 გრ ხეჭრელა, 20 გრ გულყვითელას ყვავილი, 20 გრ გვირილას ყვავილი, 10 გრ ჭინჭრის ბალახი, 10 გრ ფარსმანდუკის ბალახი. 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში თერმოსში. მიიღება 1/2 ჭ 2 - ჯერ დღეში, ხანგრძლივად. 2 თვეში ერთხელ 10 დღიანი შესვენებით.

  • საშვილოსნოდან სისხლდენის და საშვილოსნოს ატონიის დროს: 10 გრ წიწმატურას ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე, მოხარშეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.

  • სისხლდენის, მტკივნეული მენსტრუაციის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენება ნაყენი: 1 ს/კ წალიკას დაჭრილ ბალახს დაასხით 1 ჭ კარგად ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.

  • 1 ს/კ წიწმატურას მშრალ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

  • 25 გრ ფარსმანდუკი (ფოთლები, ყვავილი) 25 გრ ჭინჭრის ფოთოლი აურიეთ, წვრილად დაჭერით. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, გააჩერეთ 2 სთ. მიიღება 100 გრ 3 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი