მარტივად დაძლიეთ კლიმაქტერული პერიოდი ამ რეცეპტების დახმარებით
კლიმაქსი - არის საკვერცხეების ფუნქციონირების შეწყვეტის ფიზიოლოგიური პერიოდი. კლიმაქტერული პერიოდი არასწორად მიიჩნევა ქალისთვის კრიტიკულ ასაკად. თითოქს უკვე დადგა სიბერის და მისთვის დამახასათებელი დაავადებების დრო. კლიმაქტერული პერიოდი ნიშნავს მენოპაუზის პერიოდს და არა სიბერეს. კლიმაქტერული პერიოდის პირველი ფაზა იწყება 45 - 47 წლის ასაკში, მის ნაადრევად დაწყებას (40 - 45 წ ) ხელს უწყობს ხშირი მშობიარობა, აბორტები, ქალის სასქესო ორგანოთა ანთებითი პროცესები, ნივთიერებათა ცვლის დარვევა, ჰორმონული დისბალანსი, საშვილოსნოს მიომით დაავადებულ ქალებს მენოპაუზა ეწყებათ შედარებით გვიან 55 წლის ზემოთ.
კლიმაქტერული პერიოდის დროს მისაღები ხალხური რეცეპტები:
კლიმაქტერული პერიოდის დროს მისაღები ხალხური რეცეპტები:
- კლიმაქტერულ პერიოდში სასარგებლოა ფუტკრის რძე, მიიღება როგორც სუფთა სახით, ასევე ტაბლეტირებული სახით. აპილაკის 1 ტბ 3 - ჯერ დღეში.
- კლიმაქსური ნევროზის დროს რეკომენდებულია პიტნის ნაყენის მიღება 1 ჭ დილა - საღამოს, პიტნას შეიძლება შეურიოთ აბზინდას ბალახი, კამა, ცაცხვის ყვავილი, ხეჭრელას ქერქი - თანაბარი რაოდენობით. 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, მოათავსეთ წყლიან აბაზანაში 15 წთ. დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. სითხე შეავსეთ 200 მლ - მდე.
- გულის დაავადებების, წამოხურების, გულის ნევროზის და სხვა კლიმაქტერული სიმპტომების გამოვლინებების დროს სასარგებლოა კუნელის ყვავილების ნაყენის მიღება 40 წვ 3 - ჯერ დღეში. კუნელის ნორჩი ნაყოფისა და ყვავილებისგან დააყენეთ 14 დღე. ასევე სასარგებლოა კომბინაცია: კუნელის ყვავილები, შავბალახას ბალახი, ბერულას ბალახი, გვირილას ყვავილი 4:4:4:1 თანაფარდობით. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, დილით დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 3 წთ, გააჩერეთ 1 სთ. მიიღება 1 ჭ 2 - ჯერ დღეში.
- 15 გრ გვირილას ყვავილი, 15 გრ შავბალახას ბალახი, 10 გრ ასკილის ნაყოფი, 10 გრ სალბის ბალახი, 10 გრ ბერულას ბალახი, 10 გრ კრაზანას ბალახი, 10 გრ ფარსმანდუკი, 10 გრ გულყვითელას ყვავილი. 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წთ. დააყენეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი. მიიღება 10 მლ 3 - ჯერ დღეში, თბილად.