სამკურნალო რეცეპტები საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად

სამკურნალო რეცეპტები საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად
საშვილოსნოდან სისხლდენა - არის სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევით, სიმსივნური პროცესებით, სასქესო ორგანოთა ანთებითი პროცესებით, სისხლის დაავადებებით, ორსულობის შეწყვეტით (მუცლის მოშლა). საშვილოსნოდან სისხლდენა ითვლება პათოლოგიად, თუ ის გამოვლინდება ნორმალური მენსტრუაციისგან დამოუკიდებელ დროს და აჭარბებს სისხლის დანაკარგის ნორმას. სისხლდენა შეიძლება იყოს უხვი ან მწირი. სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკში და მენოპაუზის დროს. შვილოსნობის ასაკის ქალებში სისხლდენა, როგორც წესი, ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის ფონზე. არაფუნქციური საშვილოსნოს სისხლდენის მაპროვოცირებელ ფაქტორებს ხშირად მიეკუთვნება: არასრულფასოვანი მატერიალურ - საყოფაცხოვრებო პირობები, მ კლიმატის შეცვლა, უარყოფიი ემოცია, ქრონიკული ინფექცია და ინტოქსიკაცია, პროფესიული დაავადებები, ავიტამინოზი, გადაღლა და ა.შ.

რეცეპტები:
  • თანაბარი რაოდენობის ფარსმანდუკის ბალახი, ბატის მარწყვბალახა, კატაბალახას ძირები. 2 ჩ/კ ნაკრებს დაასხით 1ჭ მდუღარე წყალი, აადუღეთ, დააყენეთ 20 წთ. გაწურეთ, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი. მიიღება 1/2 ჭ 4 - ჯერ დღეში.

  • საშვილოსნოდან სისხლდენის დროს რეკომენდებულია მატიტელას ბალახის გამოყენება, რომელიც ზოგადად ხასიათდება სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედებით. 3 - 4 ჩ/კ მშრალი ბალახი მოხარშეთ 1 ჭ მდუღარე წყალში, დააყენეთ 1სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ მიიღეთ ნაყენი: 1 დესერტის კოვზი ფარსმანდუკის ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, მოხარშეთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. პირველი 3 კვირის განმავლობაში ნაყენს დაუმატეთ თავსისხლას სპირტიანი ნაყენი ( 1ჩ/კ 1 ჭიქაზე ). 3 ს/კ თავსისხლას დაქუცმაცებულ ძირებს დააასხით 300 მლ არაყი, დააყენეთ 14 დღე. 3 კვირის შემდეგ გააგრძელეთ მხოლოდ ფარსმადუკი 2 თვის განმავლობაში.

  • საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, როცა სისხლში იმატებს თრომბოციტების დონე, მიიღება თეთრი ძიძო ბალახი 1 მწიკვ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ. გაწურეთ. მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, რომელიც თან ახლავს ანთებით პროცესს, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოს ატონიის დროს. 1 ს/კ ჭაობის დედაფუტკარას ბალახის 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში თერმოსში. მიიღება 1/2 ჭ 2 - ჯერ დღეში, ხანგრძლივად, 2 თვეში ერთხელ 10 დღიანი შესვენებით.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი