იდეალური საუზმის კომბინაცია, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ეხმარება ზედმეტი წონის მოცილებაში

იდეალური საუზმის კომბინაცია, რომელიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ეხმარება ზედმეტი წონის მოცილებაში
რა თქმა უნდა, ყველას სურს, საუზმე არამხოლოდ სასარგებლო, არამედ, გემრიელიც იყოს. საუზმის ეს რეცეპტი იმდენად ეფექტურია, რომ შეუძლი დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონეს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ეხმარება ზედმეტი წონის მოცილებაში.

ჩიას თელსი და შვრია - იდეალური შეხამებაა საუზმისთვის. ორივე ინგრედიენტი სუპერ ჯანსაღია და აჩქარებს მეტაბოლიზმს, ასევე ამაღლებს იმუნიტეტს.
გარდა ამისა, მათ გააჩნიათ თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს გახდომას. შვრია მდიდარია ბეტა-გლუკანით, ხსნადი უჯრედისით, მინარევით, რომელიც აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.

ჩიას თესლი კი მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6-ით, კალციუმით, ეხმარება გულს სწორად მუშაობაში. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ართრიტი აწუხებს.

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა შვრია
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 მწიკვი ვანილი
  • ¼ ჩ.კ. დარიჩინი
  • 2 ჩ.კ. ნატურალური თაფლი
  • 1 მწიკვი ზღვის მარილი
  • 4 ჩ.კ. ჩიას თესლი


მომზადება:

  1. ჩაასხით ქვაბში წყალი, დაამატეთ დარიჩინი და ვანილი. აადუღეთ, შემდეგ უკელით ცეცხლს და დაამატეთ შვრია. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 5 წუთით.
  2. ბოლოს დაამატეთ თაფლი და მარილი. გადმოასხით თეფშზე, დააყენეთ 3-5 წუთით. შეგიძლიათ დაამატოთ თხილი, ხილის ჩირი.


დატკბით სასარგებლო და გემრიელი საუზმით! გემრიელად მიირთვით!