9 მიზეზი, თუ რატომ დაიწყო მთელმა მსოფლიომ სამკურნალო თესლის მასობრივად ჭამა

9 მიზეზი, თუ რატომ დაიწყო მთელმა მსოფლიომ სამკურნალო თესლის მასობრივად ჭამა
ჩიას თესლი - ესპანური სალბის თესლია, რომელიც ჯერ კიდევ მრავალი საუკუნეების წინ იყო ცნობილი. მას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ, დღეს კი ის გახლავთ უნიკალური, ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ასევე ჩიას თესლს ჯანმრთელობისთვის მრავალი უპირატესობა გააჩნია. ის დიდი ოდენობით ვიტამინებსა და ცილებს შეიცავს. აი, რისი მოცემა შუეძლია დღეში 28 გრამ ჩიას თესლს:

ანტიოქსიდანტის შესანიშნავი წყარო

ანტიოქსიდანტები დადებითად ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც იწვევს კიბოს.

დიაბეტის წინააღმდეგ


ჩია პოტენციური და ბუნებრივი საშუალებაა დიაბეტის სამკურნალოდ, ასევე არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

საჭმლის მონელების დაჩქარება

ჩიას თესლი ომეგა-3-ის წყაროა, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი საჭმლის მონელებისთვის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კბილებისა და ძვლების გამაგრება


ჩიას კალციუმის დღური ნორმის 18% გააჩნია, ეს კი მნიშვნელოვანია კბილებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის.

გულის ჯანმრთელობა

აუმჯობესებს არტერიულ წნევას და ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.

ცილის შემცველობა


ცილის შემცველობის წყალობით, ჩიას თესლი ახშობს მადას 60%-ით.

უჯრედისი

ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, უჯრედისის შესანიშნავი წყაროა.

კვერცხის შემცვლელი


კვერცხის შემცვლელის სახით, შეურიეთ 1 ს.კ. ჩიას თესლი და 3 ს.კ. წყალი და დააყენეთ 15 წუთი.

კანი და დაბერება

ჩიას თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აჩქარებს კანის აღდგენის სისტემას და ეწინააღმდეგება კანის ნაადრევ დაბერებას.

იხილეთ ვიდეო:
დამატებითი ინფორმაცია (5)
admin თარითი:9 აგვისტო 2017 10:14
ჩიას თესლი
ჩიას აღწერა
ჩიას სამშობლოდ ითვლება მექსიკა, მაგრამ დღეს–დღეობით ის მოჰყავთ როგორც მექსიკაში ასევე ავსტრალიაში, ინდოეთში და გვატემალაში. ჩია არის 1 წლიანი მცენარე რომელიც მიეკუთვნება ბალახისებრთა სახეობას. მისი სიმაღლე აღწევს ერთ მეტრს. მცენარის ფოთლები ღეროზე განთავსებულია ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს, მათი სიგრძე მერყეობს 4–7 სმ, ხოლო სიგანე 3–4 სმ. ხოლო მისი ნაყოფი ანუ თესლი საკმაოდ წვრილია, მისი დიამეტრი აღწევს 1 მმ, მარცვლის ზედაპირი გლუვია და აქვს რელიეფური ნახატი. ჩიას თესლები არსებობს როგორც თეთრი ასევე შავი.


ჩიას თესლის ქიმიური შემადგენლობა
100 გრამი ჩიას თესლი შეიცავს 486 კკალ

საკვები ნივთიერებები 100 გრამში
15 გრ ცილა, 31 გრ მცენარეული ცხიმი, 17 გრ ომეგა 3. 34 გრ უჯრედისი. 631 მგ კალციუმი.

ვიტამინები:
A, B1, B2, C, PP, K

მიკრო ელემენტები
რკინა, ცინკი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი.

მაკრო ელემენტები
კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი.
admin თარითი:9 აგვისტო 2017 10:23
ჩიას თესლის ფარმაკოლოგიური თვისებები
ჩიას თესლი დიაბეტიანებისთვის
დიაბეტი. დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის ჩიას თესლი შეიძლება ითქვას, რომ არის აღმოჩენა. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: შეიცავს 1) დიდი რაოდენობით ცილებს. 2) დიდი რაოდენობით უჯრედისს. 3) დიდი რაოდენობით ომეგა 3 – ს. 4) მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს და ა. შ. ეს მონაცემები იდეალური საკვებია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მისი გამოყენების შედეგად ნორმალიზირდება ქსოვილის რეაქცია ინსულინზე. ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში და რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა.

მეცნიერები უკვე ფიქრობენ ამ მცენარის თესლებისგან შექმნან დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი.

ჩიას თესლი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
გულ–სიხლძარღვთა სისტემა. თესლში შემავალი დიდი რაოდენობის ომეგა 3 – ს წყალობით, სისხლში კლებულობს მავნე ქოლესტერინის დონე, მაგრდება სისხლძარღვების კედლები ძლიერდება გულის კუნთი და ასევე ქოლესტერინის შლის შედეგად სისხლძარღვები თავისუფლდება ათეროსკლეროზისგან რის შედეგადაც ახალგაზრდავდება სისხლძარღვთა სისტემა. მისი გამოყენებით თავს იზღვევთ ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკისგან.

ჩიას თესლი ჭარბი წონის წინააღმდეგ
ჭარბი წონის რეგულირება. ჩიას თესლები შეიცავენ დიდი რაოდენობით უჯრედისს რისი წყალობითაც რეგულირდება ნაწლავების პერესტალტიკა. უჯრედისი შეიწოვს და გარეთ გამოიდევნის ტოქსინებს და შლის პროდუქტებს. ასევე ომეგა 3 – ს დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით რეგულირდება ქოლესტერინის დონე სისხლში, ამავე დროს ხელს უწყობს უარყოფითი ქოლესტერინის გამოდევნას ორგანიზმიდან, ომეგა 3 ასევე ხელს უწყობს ცხიმების მეტაბოლიზმს (წვა – ენერგიად გადაქცევა). გარდა ამისა ჩიას მიღების შედეგად მცირდება ჭამის სურვილი, რადგან მარცვლები 10 – 12 ჯერ ფართოვდება და კუჭში იკავებენ დიდ მოცულობას შედეგად ტვინს მიეწოდება სიგნალი დანაყრების შესახებ. ორგანიზმში მიმდინარე სწორი პროცესების შედეგად თქვენი ჭარბი წონა იწყებს კლებას. მაგრამ, თუ გაზრდით წყლის მიღების რაოდენობას დღის განმავლობაში, შედეგი უფრო სწრაფად დადგება.

კანი და თმები. კანი წარმოადგენს ორგანიზმის იმუნური სისტემის ერთ–ერთ ნაწილს, ამიტომ როცა კანზე ჩნდება მუწუკები და გამონაყარი ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს კანს აკლია საჭირო ნივთიერებები რათა შესძლოს სრულფასოვნად შეასრულოს თავისი დამცავი ფუნქცია ბაქტერიების, მიკრობების და ვირუსების წინააღმდეგ. სწორედ ჩიას მარცვლები შეიცავს კანისთვის და თმებისთვის საჭირო და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს კანისა და თმის უჯრედების ზრდას.