მოიშორეთ ანთება, ართრიტი, ზედმეტი წონა და შეიმცირეთ შაქრის დონე სწრაფად. უბრალოდ, მიირთვით ეს თესლები!

მოიშორეთ ანთება, ართრიტი, ზედმეტი წონა და შეიმცირეთ შაქრის დონე სწრაფად. უბრალოდ, მიირთვით ეს თესლები!
ჩია უკვე ათასობით წლებია, არსებობს. ჩიას თესლი უძველესი აცტეკური დიეტის ძირითადი პროდუქტი გახლდათ, დღეს ის არგენტინაში, ბოლივიაში, ეკვადორში, მექსიკასა და გვატემალაში ხარობს.

ჩიას თესლი უჯრედისის, ომეგა-3-ის და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მდიდარი წყაროა.

გაიგეთ ჩიას თესლის სასარგებლო თვისებები ჯანმრთელობისთვის:

ძვლების ჯანმრთელობა

ჩიას თესლი მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმითა და პროტეინით, რაც ასე მნიშვნელოვანია ძვლებისთვის.

აშორებს დეპრესიას, სტრესს

კვლევების თანახმად, ადამიანი, რომელიც მოიხმარს ჩიას თესლს, იცილებს დეპრესიის სიმპტომებს გაცილებით სწრაფად, ვიდრე ანტიდეპრესანტების მიღებისას.

ებრძვის კიბოს

ჩიას თესლი მდიდარია ალფა-ლინოლური მჟავებით, რომელიც ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავას წარმოადგენს. დადგენილია, რომ ეს ნივთიერება ზღუდავს კიბოს უჯრედების გავრცელებას, როგორც მკერდის, ასევე საშვილოსნოს კიბოს შემთხვევაში.

კუჭ-ნაწლავის ინფექციები

ჩიას თესლი მდიდარია უჯრედისით. ყოველ 100 გრამში 40 გრ დიეტური უჯრედისი შედის. ბოჭკო - შესანიშნავი აგენტია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და ეხმარება ნაწლავური დაავადებების მოცილებაში.

გძენთ ენერგიას და ამტანობას

ცნობილია, რომ ჩიას თესლი ზრდის ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებას. ამ თესლით გამომუშავებული ენერგია უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება.

წონაში დაკლება

ჩიას თესლი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, უჯრედისის მაღალი შემცველობის წყალობით. ბოჭკო შეიწოვს დიდი ოდენობით წყალს და ფართოვდება კუჭში, რაც ხელს უწყობს ნაკლები საკვების მოხმარებას.

სისხლში შაქრის დონის რეგულირება


ჩიას თესლს მნიშვნელოვანი როლი აქვს ინსულინის დონის რეგულირებაში. მას შეუძლია ინსულინის მიმართ რეზისტობა და სისხლში შაქრის მაღალი დონე შეამციროს.

ხსნის ანთებას

ჩიას თესლის ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, იგი სასარგებლოა ადამიანებისთვის, ვისაც ართრიტი აწუხებს. დადგენილია, რომ ჩიას თესლი ეფექტურია სახსრებში ტკივილის მოსახსნელად.

იხილეთ ვიდეო: