საქონლის ხორცი ბურგუნდიულად - კერძი კი არა, ნამდვილი ექსტაზია

საქონლის ხორცი ბურგუნდიულად - კერძი კი არა, ნამდვილი ექსტაზია
ფრანგული სამზარეულოს მოყვრულებს ეს რეცეპტი აუცილებლად მოეწონებათ. ამ კერძში ღვინის წყალობით ხორცი არაჩვეულებრივად ნაზი და წვნიანია.

საჭირო მასალა:

  • საქონლის ხორცი 1კგ
  • ნიორი 4კბილი
  • ოხრახუში 20გ
  • დაფნის ფოთოლი 1ცალი
  • ბეკონი 100 გ
  • ზეითუნის ზეთი 50 მლ
  • წვანე ხახვი 1 კონა
  • მარილი გემოვნებით
  • წითელი ღვინო 1ლ
  • ხახვი 1თავი
  • ქონდარი 2 ღერი
  • შავი წიწაკა 8 მარცვალი
  • აქი 50 გ
  • მცენარეული ზეთი 50 მლ
  • სტაფილო 4 ცალი
  • ქამა სოკო 500 გ
  • დაფქული პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. საქონლის ხორცი გარეცხეთ და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით
2. ხახვი გაასუფთავედ და რგოლებად დაჭერით, ნიორი კი დაჭყლიტეთ. ეს ყველაფერი ჩაყარეთ ჯრმა ჯამში და დაუმატეთ ოხრახუში, დაფნის ფოთოლი, ქონდარი, წიწაკის მარცვლები და დაასხით ღვინო. შემდეგ კი ჯამი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.
3. მცენარეული ზეთი დაასხით გახურებულ ტაფაზე და ბეკონი დაბრაწეთ.
4. ხორცი ამოიღეთ მარინადიდან და შეაშრეთ. შემდეგ კი იმავე ცხიმში შეწვით, რაშიც ბეკონი. დაუმატეთ ფქვილი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით.
5. ხორცი გადმოიღეთ ტაფიდან და მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ მარინადი და ბეკონი. შემდეგ კი დადგით დაბალ ცეცხლზე.
6. ნახევარი საათის შემდეგ გაახურეთ ტაფა და ზეითუნისა და მცენარეული ზეთის ნაზავში მოთუშეთ გახეხილი სტაფილო. შემდეგ დაუმატეთ ხორცს და თუშეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში.
7. იმავე ტაფაში, სადაც სტაფილო მოთუშეთ, რამდენიმე წუთით დაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და შემდეგ ისიც ხორცს დაუმატეთ.
8. ქამა სოკო გაჭერით შუაზე და მოთუშეთ. შემდეგ ისიც ხორცს დაუმატეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და თუშეთ კიდევ 25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით