გამოიყენეთ ხალხური საშუალებები სირსველის დროს, სწრაფად გამოჯანმრთელება გარანტირებულია
სირსველი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს მტკივნეულ გამონაყარს. მიუხედავად იმისა, რომ სირველი სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, იგი ძირითადად წარმოდგენილია, როგორც მუწუკების ერთეული ზოლი, რომელიც ტანის ზედა ნაწილში, მარცხენა ან მარჯვენა მხარეს იხვევა. სირსველი გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით, რომელის ასევე განაპირობებს ჩუტყვავილას. ჩუტყვავილას შემდგომ, ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში ბინადრობს ნერვულ ქსოვილში თავისა და ზურგის ტვინთან. წლების შემდგომ, ვირუსი შესაძლოა გააქტიურდეს, როგორც სირსველი.
სირსველის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:
სირსველის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:
- წითელი, ბრტყელი სირსველის დროს გამოიყენეთ კულმუხოს ნახარში: 10 გრ კულმუხო ხარშეთ 100 მლ წყალში 30 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- წითელი, ბრტყელი სირსველის დროს რეკომენდებულია კაკლის ფოთლის, ღვიის კენკრის, შვრიის ჩალის, ფიჭვის და არყის ხის კვირტების საერთო აბაზანების მიღება.
- აიღეთ ქაფუნას ყვავილი - 2 ს/კ, გულყვითელას ყვავილი - 2 ს/კ, ახალი რძე - 100 მლ, სპირტი - 500 მლ. ყველაფერი აურიეთ, ჩაასხით ქილაში და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ -ით. შემდეგ გააცივეთ და დადგით ერთი კვირით ბნელ ადგილას. ეს ნარევი წაისვით დაზიანებულ ადგილებზე და მალე გამოჯანმრთელდებით.
- სარტყლისებრი სირსველის სამკურნალოდ სხეულის დასნებოვნებულ ადგილებზე, 2 - 3 -ჯერ ღამის განმავლობაში და 4 - 5- ჯერ დღის განმავლობაში, უნდა გადაივლოთ გაუზავებელი ვაშლის ძმარი.
- ნებისმიერი სახის სირსველის დროს გარეგანად გამოიყენეთ ნეგოს ბალახის ნახარში.
- კატისგან და ძაღლისგან გადადებული სირსველი შემდეგნაირად იკურნება: ქიშმიში შუაზე გაჭერით წვნიანი მხრით დაიზილეთ სირსველი. ჩვეულებრივ, ერთი დაზელვა საკმარისია.
- სარტყლისებრი სირსველის დროს დაწეიქით ჩალით, ან ბალახით გატენილ ლეიბზე.