სირსველის სამკურნალოდ მიმართეთ ბუნებრივ მეტად ეფექტურ საშუალებებს
სარტყლისებრ სირსველს ( სარტყლისებრ ჰერპესს ) იწვევს ვირუსი. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ეს დაავადება პრაქტიკულად არ გვხვდება.
- ბანაობა - სირსველის სამკურნალოდ ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამისათვის ყველაზე კარგია გოგირდოვანი ან მარილიანი წყალი, ზღვის ქაფი.
- წაუსვით სირსველზე მწარე ნუშის ზეთი.
- წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე დღეში 1 - 2 - ჯერ მარილსა და წყალში არეული პური ან ამ მასისაგან გაუკეთეთ კომპრესი.
- სირსველისა და მუნის დროს წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე ბაღის პიტნის ნახარში.
- სირსველისა და ფერისმჭამელების დროს დღეში 1- 2 - ჯერ წაისვით დაავადებულ ადგილებზე ძახველის ან მაწყვის ნაყოფის წვენი.
- დაზიანებულ ადგილებზე დღეში 1- 2 - ჯერ ენერგიულად შეაზილეთ კაპრონის ქსოვილში რამდენჯერმე გაცრილი ჭვავის ფქვილი.
- კარგად შველის 15 წუთის განმავლობაში მდუღარეზე დაყენებული და ღამით დატოვებული ოროვანდი ფოთლის კომპრესი.
- მოამზადეთ ნეგოს ბალახის ნაყენი: 1 - 2 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და შეფუთეთ, დააყენეთ 1 საათი. ამ ნაყენით დღეში 1 - 2 - ჯერ მოუწმინდეთ დაავადებული მიდამო ან გაუკეთეთ კომპრესები.
- რეკომენდებულია დღეში 1 - 2 - ჯერ დაზიანებული მიდამოს მოწმენდა წიწიბურას ბურღულის ნახარშით: მოხარშეთ 1 ს/კ წიწიბურა, როგორც ფაფა, 2 ჭიქა წყალზე.