კიბოს აცილება და პროფილაქტიკა + სამკურნალო რეცეპტები.

კიბოს აცილება და პროფილაქტიკა + სამკურნალო რეცეპტები.
კვება - გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქცენტი გააკეთეთ რძემჟავა პროდუქტებზე, შვრიისა და წიწიბურას ფაფებზე, მუხუდოზე, შინაურ კვერცხზე, ქათამზე, ხბოს ხორცსა და თევზზე. სასარგებლოა ბადრიჯანი, ნიორი, სტაფილო.
ბალახებით, შხამასოკოთი, პროპოლისთა და განსაკუთრებით ჩაგათი მკურნალობის დროს გამორიცხეთ შებოლილი, ცხარე პროდუქტი, ალკოჰოლი, ნაყინი, კანფეტი, ცხოველური ცხიმები, ყურძენი.
ძალიან სასარგებლოა ყოველდღიურად თითი ჭიქა ნედლი ოხრახუშის ნახარშის დალევა. ეს მეტასტაზირების საიმედო პროფილაქტიკაა.
როგორც კიბოთი დაავადებულთა, ისე ჯანმრთელთა პროფილაქტიკისათვის ყველაზე სასარგებლოს მიეკუთვნება სრულიად ხელმისაწვდომი პროდუქტები. მათზე მოგითხრობთ უფრო დაწვრილებით.

რეცეპტები კიბოს პროფილაქტიკისთვის
  • კიბოს დაავადების პროფილაქტიკისთვის კარტოფილის გამხმარი ყვავილების 2 ს/კ დავასხათ 10 გრ არაყი ერთი დღე - ღამით, ვსვათ 20 - 20 წვეთი 1 ს/კ წყალთან, 10 დღის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ.

  • პროფილაქტიკის მიზნით ასევე რეკომენდებულია ქრისტესისხლას ბალახის 5 % - იანი ნაყენის სმა ყოველ 3 თვეში ერთხელ, 10 - 15 დღის განმავლობაში.

  • სასარგებლოა გაფუებული სიმინდი -ყველაზე კარგი საუზმეთა შორის. იგი დაბალკალორიულია, შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმებს და მასში სრულიად არაა ქოლესტერინი, ამავე დროს მდიდარია C ვიტამინით, უჯრედისითა და ფოლიუმის მჟავით, რომელიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მარილის გარეშე სიმინდის გამოყენება ხელს უწყობს კიბოსა და გულ - სისხლძარღვთა დაავადებების აცილებას.

მდოგვი
ამერიკელ მეცნიერთა უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საკვებში მდოგვის რეგულარული გამოყენება აქვეითებს ნაწლავების კიბოს რისკს. ასე რომ, უარი არ თქვათ მდოგვზე, თუნდაც ის ძალიან არც მოგწონდეთ, სამაგიეროდ თქვენ კიბო არ გემუქრებათ.

ბროკოლის კომბოსტო
მეცნიერებმა დაადგინეს ჯანმრთელობაზე ბოსტნეულის სასარგებლო მოქმედების კიდევ ერთი მექანიზმი. ბერკლის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ბროკოლის კომბოსტოს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც უკვე აღინიშნა რიგი გამოკვლევებით, განპირობებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებით - დიინდოლმეთანით.
ეს ნივთიერება წარმოიქმნება კომბოსტოს შემადგენლობაში შემავალი ნაერთებისგან, რომელთაც ეწოდება ინდოლები. ის არა მარტო თრგუნავს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედთა ზრდას, არამედ ხელს უშლის მათ დაყოფას და გამრავლებასაც. დიიდოლმეთანი ზრდის კიბოს უჯრედების გამანადგურებელი სპეციფიკური ცილის დონეს და აქვეითებს იმ ცილის დონეს, რომელიც ხელს უწყობს ამ უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას.
გამოკვლევათა შედეგები წარდგენილი იყო სან - ფრანცისკოში, კლინიკური ბიოლოგიის სპეციალისტთა ამერიკელი საზოგადოების კრებაზე. ეს მონაცემები აღმოაჩენენ კიბოს მკურნალობის ახლებური მიდგომის დამუშავების პერსპექტივებს.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი