დააღწიეთ თავი არითმიას, უებარი საშუალებების დახმარებით
ჯანმრთელი ადამიანის გული იკუმშება რითმულად, ე.ი. პულსური ტალღები მისდევენ ერთმანეთს დროის ერთნაირ შუალედში და აქვთ ერთნაირი სიმაღლე. ესაა გულის შეკუმშვების რითმი, არითმიას კი ჩვეულებრივ უწოდებენ გულის რითმის სხვადასხვა გადახრებს და დარღვევებს. რითმი შეიძლება დაირღვეს შემდეგ შემთხვევებში:
სამკურნალო რეცეპტები:
- გულის გამტარი სისტემის მოშლისას;
- გულის მაინერვირებულ ნერვთა ნორმალური აგზნებადობის ცვლილებების დროს;
- წინაგულებისა და პარკუჭების კუნთოვან ქსოვილში დარღვევისას.
სამკურნალო რეცეპტები:
- გაძლიერებული გულის ცემის დროს პარნასურას 5 ცალ ღეროს (ფოთლებთან ერთად ) დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ, გააჩერეთ 2 სთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1ჩ/კ 2 - 3 - ჯერ დღეში. ნახარშზე უფრო სწრაფად მოქმედებს სპირტზე ნაყენი: ერთი მუჭა ხმელ ბალახს დაასხით 0,5 ლ არაყი და გააჩერეთ თბილ ადგილას 9 დღის განმავლობაში. მიიღეთ 3 -ჯერ დღეში: პირველი კვირის განმავლობაში -20 წვეთი, მეორე კვირის განმავლობაში - 30 წვეთი, მესამე კვირის განმავლობაში - 40 წვეთი, ხოლო მეოთხე კვირიდან დაწყებული - 50 წვეთი, 3 თვის განმავლობაში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ყოველ ჯერზე დააყოლეთ 50 მლ წყალი, ან ვარკაჭაჭას ბალახის ნაყენი. ტაქიკარდიის განახლების პირველი ნიშნებისთანავე მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.
- მომატებული აღგზნებულობის და გულის არეში ნერვული ტკივილების დროს 2 ჩ/კ ვარდკაჭაჭას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ- ით ადრე, 3 -4 კვირის განმავლობაში.
- 2 ს/კ სამფერა იას დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 სთ. მიიღეთ ნევროზის დროს 1/2 ჩ/ჭ 3 -4 - ჯერ დღეში, 3 - 4 კვირის განმავლობაში.
- გულის ნევროზის დროს დანაყეთ სვიის გირჩა ფხვნილის მიღებამდე და მიიღეთ თითო - თითო მწიკვი ( 1/2 ჩ/კ) 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე, 3 -4 კვირის განმავლობაში. შეგიძლიათ, ასევე, დალიოთ 3 ყლუპი სვიის გირჩის ნაყენი 3 - 4 - ჯერ დღეში: 1 ს/კ გირჩს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ.
- ტაქიკარდიის დროს 1 ს/კ ხმელ, დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ, გაწურეთ და დალიეთ 0,5 ჩ/ჭ თბილი ნაყენი 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე. თუ ეს დოზა ძალიან დიდია, დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და ისე შეამცირეთ. მკურნალობა ხანგრძლივია.