შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის გავრცელებული ხალხური საშუალებები.
კარგად მოგეხსენებათ, რომ შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. ის ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის კონცენტრაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
შაქრიან დიაბეტთან ბრძოლაში ხალხური რეცეპტები დაგეხმარებათ:
შაქრიან დიაბეტთან ბრძოლაში ხალხური რეცეპტები დაგეხმარებათ:
- შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის გავრცელებული ხალხური საშუალებაა მუმიოს წყალხსნარისა და მოცვის ფოთლის ნაყენის ნარევი. 1 ს/კ მოცვის ხმელ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ და შეურიეთ იმავე რაოდენობის მუმიოს წყალხსნარი. დალიეთ შეუზღუდავად. მუმიოთი მკურნალობის პერიოდში უმჯობესია მოაწყოთ სამდღიანი შიმშილობა, ან ხანგრძლივი, თხევადი დიეტები გრეიფრუტით.
- 20 გრ იასამნის კვირტს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 20 გრ კაკლის ნორჩ, დაჭრილ, ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი და ხარშეთ 15 - 30 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარის დაუმწიფებელი ნაყოფიც. დალიეთ როგორც ჩაი 200 მლ ერთ ჯერზე.
- შაქრიან დიაბეტს ახლავს მუდმივი წყურვილის შეგრძნება. ამასთან დაკავშირებით, ხალხური მედიცინა გირჩევთ მიიღოთ თიხიანი წყალი ( 1 - 2 ს/კ გასუფთავებული თიხა 1 ჩ/ჭ წყალზე ) ძალიან დიდი რაოდენობით, მაგრამ ზომიერი ყლუპებით, ცოტა ხანს პირის ღრუში გაიჩერეთ. ასეთი წყალი უნდა მიიღოთ არანაკლებ 5 - ჯერ დღეში.
- აიღეთ ბაბუაწვერას ფესვი - 25 გრ, ჭინჭრის ფოთოლი - 5 გრ, მოცვის ფოთოლი - 25 გრ, ლობიოს ჭოტი - 25 გრ, მარმუჭის ბალახი - 25 გრ, ნარევი დააქუცმაცეთ, 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წთ, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- მიიღეთ შავი მოცხარის ტოტების ნახარში.
- 10 გრ ოროვანდის დანაყილ ხმელ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წთ, გააჩერეთ 1 სთ და მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში.