ძმისშვილის სხეულზე უცნაური გამონაყარი შევამჩნიე. აღმოჩნდა, რომ ეს კონტაგიოზური მოლუსკების პაპულებია

ძმისშვილის სხეულზე უცნაური გამონაყარი შევამჩნიე. აღმოჩნდა, რომ ეს კონტაგიოზური მოლუსკების პაპულებია
ჩემი 4 წლის ძმისშვილის ბაღიდან გამოყვანისას, კანზე უცნაური გამონაყარი შევნიშნე. მთელი ტანი დაფარული ჰქონდა პატარა მუწუკებით!
სასწრაფოდ ექიმთან გავიქეცით პოლიკლინიკაში. საჭირო სპეციალისტის კაბინეტში აღმოჩენისას, ბიჭუნა ანერვიულდა, ნემსის შეეშინდა. მაგრამ შევძელი მისი დამშვიდება და სავარძელზე დავსვი.



გამოცდილ ექიმს სულ რამდენიმე წამი დასჭირდა ზუსტი დიაგნოზის დასასმელად - კონტაგიოზური მოლუსკი. ცხოველებთან ამ დაავადებას არავითარი კავშირი არ აქვს, უბრალოდ, მიკროსკოპის ქვეშ მუწუკი ნიჟარის ბინადარს გაგონებს.




კონტაგიოზური მოლუსკი ბავშვებში


ექიმმა დამამშვიდა და დამარწმუნა, რომ ეს დაავადება საშიში არ არის და განსაკუთრებული მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროება. თუმცა, თუ მუწუკებს გააწვალებ და მოიქავებ, ისინი კანზე ვრცელდება.




ბავშვები რისკის ძირითადი ჯგუფია, ეს დაავადება დიდებს ნაკლებად უჩნდებათ. დაინფიცირება ნებისმიერ ადგილას შეიძლება: სათამაშო მოედანზე, აუზზე, ტრანსპორტში...



დიდები ხშირად სქესობრივი კონტაქტის დროს ინფიცირდებიან, ამ შემთხვევაში ზიანდება სასქესო ორგანოები, მუცელი და ბარძაყების შიდა მხარე.
დაავადების ნიშნებია მუწუკები ცენტრში ჩაღრმავებით. ხანდახან, მას ქავილი სდევს თან.



კონტაგიოზური მოლუსკის მკურნალობა ეფუძნება იმას, რომ მიიღოთ ზომები ინფექციის გავრცელებბის წინააღმდეგ: უნდა შეზღუდოთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან, ყოველდღე უნდა დააუთოვოთ ტანსაცმელი დეზინფექციის მიზნით და პირადი ჰიგიენის ნორმები დაიცვათ.

რედაქციის რჩევა




არავითარ შემთხვევაში არ გამოდევნოთ მუწუკები! ეს ინფექციის გავრცელების წყატოა. ანდეთ ეს საქმე ექიმს, რომელიც ლაზერს, თხევად აზოტს ან ქიმიურ ხსნარებს გამოიყენებს.