განიკურნეთ კანის მოლუსკისგან უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდით

განიკურნეთ კანის მოლუსკისგან უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდით
კანის მოლუსკი (კონტაგიოზური მოლუსკი) - ეს გახლავთ კანის ვირუსული დაავადება. ჰერპესისგან განსხვავებით, კანის მოლუსკი არ ეხება შინაგან ორგანოებსა და ნერვულ სისტემას, ის მხოლოდ კანს აზიანებს.

ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები:

  • გადაეცემა კონტაქტის გზით შეხებისას
  • საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირსახოცი, ტანსაცმელი, საშხაპე ღრუბელი
  • დათრგუნული იმუნური სისტემა


ყველაზე ხშირად, კანის მოლუსკით ბავშვები ავადდებიან, თუმცა რისკის ჯგუფში მოზრდილებიც ხვდებიან. ზრდასრულებს კანის მოლუსკი დასუსტებული იმუნური სისტემის შედეგად აღენიშნებათ.

ვირუსის შეყრის მომენტიდან კანზე კვანძების გაჩენამდე შეიძლება 2-3 კვირა, ხანდახან კი 1 თვეც გავიდეს.

ამ კვანძებს (წარმონაქმნებს) საკმაოდ დამახასიათებელი იერსახე აქვს. შესაბამისად, კანის სხვა წარმონაქმნში არ აგერევათ.

სიმპტომები:

  • უმტკივნეულოა
  • ქავილი
  • კანის ფერი
  • თუ ოდნავ მიაჭერთ, გამოიდევნება თეთრი ცვილის მსგავსი მასა.


ეს წარმონაქმნი საშიში არაა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ესთეტიური თვალსაზრისით, დისკომფორტს ნამდვილად ქმნის.

ამ პრობლემის მოცილება იოლად და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი:

  1. შეგიძლიათ კვანძები დაამუშავოთ ვაშლის ძმრით, წყალბადის პეროქსიდით ან ბორის მჟავით.
  2. ასევე, ძალიან ეფექტურია ქრისტესისხლას წვენი ან სააფთიაქო ნაყენი.


სპირტის შემცველი პრეპარატები კანის მოლუსკს ვერ გაუმკლავდება.

იხილეთ ვიდეო: