სოკოს რულეტი ლავაშისგან

სოკოს რულეტი ლავაშისგან
fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ეს ნოყიერი და გემრიელი რულეტი ვახშმად, ოჯახის ყველა წევრს მოეწონება!
საჭირო მასალა:
  • სომხური ლავაში;
  • ქამა სოკო;
  • ყველი;
  • მწვანილი;

მომზადება:
  1. გახეხეთ ყველი. სოკო მოხრაკეთ ხახვთან ერთად ზეთში და მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  2. დაუმატეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი.
  3. გაშალეთ ლავაში და თანაბრად გაანაწილეთ მასზე სოკოსა და ყველის გულსართი, ოღონდ არა მჭიდროდ, რომ გადახვევა არ გაგიჭირდეთ.
  4. წაუსვით კვერცხი და შედგით 180-200 გრადუსზე ღუმელში, სანამ არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით!