ქათმის ფილე ქურქში
fpaparazzi გირჩევთ, არ დაელოდოთ მიზეზს, რათა ეს კერძი მოამზადოთ! ძალიან მარტივი და გემრიელია!
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 2 ცალი
- კარტოფილი 3 ცალი
- ხახვი 1 თავი
- პომიდორი 2 ცალი
- ქამა სოკო 2 ცალი
- არაჟანი 150 გ
- მწვანე ხახვი 2 ღერი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ხახვი და ქამა სოკო დაჭერით წვრილ კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში. ქათმის ფილე დაბეგვეთ და მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- კარტოფილი გახეხეთ. ქათმის ფილე მოათვსეთ გამოსაცხობ ფორმაში, ზემოდან გაანაწილეთ მოხრაკული სოკო და ხახვი.
- შემდეგ ნახევარწრეებად დაჭრილი პომიდორი და მწვანე ხახვი, მოაყარეთ მარილი, შემდეგ გახეხილი კარტოფილი და კვლავ მარილი.
- დაფარეთ არაჟნით.
- გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!