როგორ მოვიშოროთ კოჟრები მარტივად და უმტკივნეულოდ
კოჟრი - კანის რქოვანი გარსის შემოსაზღვრული შესქელებაა, რომელიც ვითარდება მუდმივი ზეწოლისა და ხახუნისგან. იგი უფრო ხშირია ფეხისგულებზე, განსაკუთრებით ზურგით ზედაპირზე. კოჟრი სხვადასხვა ზომის შეიძლება იყოს, მკვრივი, შეხებისას მტკივნეული, ყვითელი ფერის გასქელებული კანით დაფარული. ზოგჯერ კოჟრის ანთება და დაჩირქება ვითარდება.
ხალხური რეცეპტები:
ხალხური რეცეპტები:
- ზამბახის ფურცლები წვრილად დაჭერი მდუღარეში ჩაყარეთ, გამოიყენება როგორც ცხელი საფენი ხელის ან ფეხის კოჟრზე კანი რბილდება და კოჟრი შეიძლება უმტკივნეულოდ მოძვრეს. პროცედურა გრძელდება 2 - 3 სთ, გამეორება შეიძლება 2 - 3 - ჯერ.
- აიღეთ 5 ტაბლეტი ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა ), დაფხვენით, დაადეთ გამაგრებულ ადგილზე, ფეხი მოათავსეთ პლასტიკის ტომარაში გარედან გადაახვიეთ თბილი პირსახოცი, 10 წუთის შემდეგ მოხსენით, ჩამობანეთ კოჟრი პემზით. ამ დროს ქალის კოჟრი ადვილად ექვემდებარება პროცედურას.
- ცხელი საპნის სოდიანი წყლით, ან ინგლისური მარილით, უფრო კარგი ეფექტისთვის ნარევს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი. გაიკეთეთ ფეხის აბაზანები.
- ჭორტანას ფოთლები დაადეთ კოჟრზე, დაამაგრეთ ლეიკოპლასტირით, ფოთოლი რომ გახმება შეცვალეთ ახლით.
- მშრალი კოჟრის მოსაშორებლად დაადეთ მასზე ახალი ხორცის პატარა ნაჭერი, დაამაგრეთ ლეიკოპლასტირით, გააჩერეთ მანამ სანამ ხორცი გაშრება, შეცვალეთ ახლით, როცა კოჟრი დარბილდება მოხსენით ნახვევი და კოჟრი მოაშორეთ ფესვიანად, თუ მისი მოშორება გაძნელდება კიდევ გაიმეორეთ პროცედურა.