უმარტივესი პროცედურები კოჟრის (მაზოლის) მოსაშორებლად

უმარტივესი პროცედურები კოჟრის (მაზოლის) მოსაშორებლად
კოჟრი - კანის რქოვანი გარსის შემოსაზღვრული შესქელებაა, რომელიც ვითარდება მუდმივი ზეწოლისა და ხახუნისგან. ყველაზე ხშირად ჩნდება ხელებსა და ფეხებზე. კოჟრის არსებობა ფეხზე აძნელებს სიარულს, მტკივნეულია. კოჟრს გააჩნია ფესვი რომელიც ღრმად ჩაიზრდება ხოლმე კანში. მისი მოშორება უმეტეს შემთხვევაში არც ისე ადვილია. კოჟრის წარმოქმნისას ფეხზე პირველ რიგში სასურველია ფეხსაცმლის გამოცვლა; ის უნდა იყოს მოხერხებული და ფართო. სასარგებლოა ყოველ საღამოს 10 წუთიანი ფეხის აბაზანები ცხელი წყლით, შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი, კარგად შეიმშრალეთ და ჩაიცვით სუფთა წინდა და ფეხსაცმელი.

რეცეპტები:
  • მდელოს ნემსიწვერას ცხელი საფენები გამოიყენება ყოველდღიურად, ორი კვირის განმავლობაში შეიძლება კოჟრი მოშორდეს.

  • გაიკეთეთ ფეხის ცხელი აბაზანა, კოჟრზე დაადეთ ლიმონის ახალი ქერქი მცირე რბილობით, პროცედურა მეორდება კვირის განმავლობაში, შემდეგ ისევ გაიკეთეთ აბაზანა და ფრთხილად მოიძვრეთ კოჟრი.

  • კარგად გარეცხილი ალოეს ფოთოლი დაჭერით, დაადეთ კოჟრზე სველი მხრიდან ან დასრისეთ, დააფინეთ პერგამენტზე ან პოლიეთილენზე, გადაახვიეთ ღამის განმავლობაში, დილით გაიხეხეთ კანი სპეციალური ჯაგრისით ან პემზით.

  • რძეში მოხარშული ნიორი ასევე შველის კოჟრის მოშორებაში.

  • 1ჭ 80 % - იან ძმარში ჩადეთ ახალი ქათმის კვერცხი, 8 - 10 დღის შემდეგ, როცა კვერცხი მთლიანად გაიხსნება მიღებული მასა დაიდეთ კოჟრზე და გადაახვიეთ, როგორც კი შეიგრძნობა ტკივილი ნახვევი მაშინვე იხსნება.

  • დანაყილი ნიორი შეურიეთ ღორის ქონში და დაადეთ კოჟრზე მთელი ღამის განმავლობაში.

  • დინდგელი (პროპოლისი ) სუფთა სახით გამოიყენება კოჟრის მოსაშორებლად, ამისათვის წინასწარ უნდა გაკეთდეს თბილი აბაზანა 10 -15 წთ - ის განმავლობაში, კანი შეიმშრალეთ, პროპოლისის გაცხელებული ნატეხი დაადეთ თხელ ფენად კოჟრზე, გადაახვიეთ ბინტით. 5 დღე, პროცედურა მეორდება დღეში 3 - ჯერ. ნახვევის მოხსნის შემდეგ კეთდება ისევ აბაზანა, დარბილებული კოჟრი მექანიკურად უნდა მოძვრეს.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი