გინდათ გქონდეთ კარგი კანი? არ გააკეთოთ ეს 6 რამ
- სახის დაბანა საპნით
რეგულარული გამოყენებისას საპონი აშრობს თქვენს კანს და აზიანებს მის დამცავ ფენას, რასაც შედეგად აკნე მოჰყვება. ასევე მოერიდეთ ნატრიუმის სულფატის შემცველ გამწმენდებს, მათ ნაცვლად გამოიყენეთ ნაზი დასაბანი ლოსიონები და ქაფები. - სკრაბის გამოყენება
სკრაბების გამოყენება აზიანებს და აუხეშებს კანს. მათი ეფექტი საკმაოდ საეჭვოა, თანაც მოკლევადიანი და იძულებულს გხდით, სულ უფრო ხშირად გამოიყენოთ. კანის პილინგის ყველაზე ეფექტური გზა მჟავების შემცველ საშუალებებზე გადის. - ზედმეტი ზრუნვა ცხიმიან და პრობლემურ კანზე
რაც უფრო მეტად უკირკიტებთ კანს, მით უფრო უარესდება პრობლემები. დასაწყისისთვის აიღეთ თქვენ კანის ტიპის შესაფერისი რამდენიმე საშუალება, მიჰყევით საწყის წესებს და შედეგიც არ დაახანებს. თუ ისეთი სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, როგორიც მაგალითად აკნეა, ჯობს კონსულტაცია კარგ დერმატოლოგთან და კოსმეტოლოგთან გაიაროთ და მოერიდოთ თვითმკურნალობას. - რუჯის მიღება
მზის სხივები მავნებელია თქვენი კანისთვის. მათ მიერ მიყენებული ზიანი გროვდება და საბოლოოდ მუქ ლაქებად გამოიხატება კანზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მზისგან კანი დაიცვათ მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი სახის კანი. თუ გსურთ ბრინჯაოსფერი კანით თავის მოწონება, გამოიყენეთ შესასხურებელი რუჯი. - ფაფები და საკვები სახეზე
კანის მოვლის ტრადიციული გზები სულაც არ არის ცუდი, თუმცა მოდით გულახდილად ვთქვათ - ისინი ნაკლებად ეფექტურია. ნამდვილად არ მიიღებთ ერთსა და იმავე შედეგს სახეზე არაჟნის და რძის მჟვის შემცველი კრემის წასმისას. დიახ, ვიტამინი ც ძალიან კარგია კანისთვის, მაგრამ მისი პოტენციური ეფექტი იკარგება, როდესაც ცდილობთ, კაფსულის შიგთავსი თქვენს კრემს შეურიოთ. - ინტერნეტში ამოკითხული რეცეპტების ნდობა
ვერც ერთი უცნობის რჩევა ვერ იქნება კარგ კოსმეტოლოგთან ვიზიტზე ეფექტური. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ თქვენი კანი უნიკალურია. ქსელებში მრავლადაა ცუდი რჩევებიც, რაც კანის მდგომარეობას გაგიუარესებთ.