მეორე სუნთქვა: 5 სასარგებლო ლაიფჰაკი თქვენი კანისთვის

მეორე სუნთქვა: 5 სასარგებლო ლაიფჰაკი თქვენი კანისთვის
კანი - ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა. ის ორგანიზმს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს, ამიტომ, გაფრთხილებას საჭიროებს. კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე დამოკიდებულია ჩვენი თავდაჯერებულობა და ჯანმრთელობა. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად, კანი კარგავს სიგლუვეს და ელასტიურობას. როგორ მოვუაროთ კანს და როგორ გადავწყვიტოთ მასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები - იხილეთ ჩვენს სტატიაში!

ლაიფჰაკი #1

ღამის საცხის მოქმედებას გააუმჯობესებს სახის რბილი მიკროპილინგი. ამისათვის იდეალურია დაფქული შვრია. გახსენით იგი გაფილტრულ წყალში და რბილი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს, ღამის საცხის წასმამდე, კვირაში 2-3-ჯერ.

ლაიფჰაკი #2

ხშირად, გოგონები ხვდებიან თვალების ქვეშ შეშუპების პრობლემას, რომელსაც გადაღლილობა იწვევს. კანს ჯანსაღი იერი რომ დავუბრუნოთ, საჭიროა შემდეგი პროცედურა: აიღეთ მომცრო პირსახოცი, დაასველეთ ცხელ წყალში, გარგად გაწურეთ და მყარად დაიფინეთ სახეზე 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდეგ გაიკეთეთ ძალიან ცივი წყლის კომპრესი. ეს პროცედურა ხელს უწყობს სისხლძარღვების გამაგრებას და შეშუპების მოხსნას.

ლაიფჰაკი #3

სახლის დალაგების შემდეგ, წყალთან და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან კონტაქტის შედეგად, ხელების კანი შრება. ლაიფჰაკი: თუ გსურთ, რომ საცხმა სათანადოდ დაატენიანოს კანი და სიმშრალეს მოერიოს, აირჩიეთ ბუნებრივი ლიპიდების შემცველი საცხი. ლიპიდები კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს აღადგენს და ტენიანობას 24 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.

ლაიფჰაკი #4


ეპილაციის შემდეგ თმის ზრდის შენელებაში ნატურალური ზეთების ნარები დაგვეხმარება. შეურიეთ 30 წვეთი ნუშის ზეთი და 10-10 წვეთი ჩაის ხისა და პიტნის ეთერზეთები. წაისვით მიღებული მასა ეპილაციის ადგილზე.

ლაიფჰაკი #5

ყელისა და დეკოლტეს ზონის კანი ტონუსში რომ შევინარჩუნოთ, გაიწმინდეთ ეს ადგილები ბალახის ნახარშში ამოვლებული ბამბის დისკით. გამოდგება: გვირილა, როზმარინი, პიტნა.