გაქვთ თუ არა ჯანმრთელი კანი? 4 ფაქტორი ამის შესამოწმებლად
ჩვენი სახის კანის მიმართ ძალიან კრიტიკულები ვართ, სარკეში ყოველი ჩახედვისას რაღაც ნაკლი გვხვდება თვალში და განვიცდით, თუმცა ერთი ცალი მუწუკი სახეზე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი კანი გაქვთ.
არის თუ არა ჯანმრთელი თქვენი კანი? როგორ შეიძლება ამის განსაზღვრა? როგორ გამოიყურება „კარგი“, ჯანსაღი კანი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირველი საფეხურია კანის მოვლის სათანადო მეთოდის არჩევისკენ.
წარმოგიდგენთ ჯანსაღი კანის ოთხ მახასიათებელს:
ერთგვაროვანი ფერი
ერთგვაროვანი ფერი ახალგაზრდული, ჯანსაღი კანის დამახასიათებელი ნიშანია. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ასეთი კანი ადამიანის მიმზიდველობის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად კანის ფერიც იცვლება, რადგან მზის სხივების დაგროვილი მარაგი მასზე მუქ ლაქებს და სხვა არასასიამოვნო ფაქტორებს აჩენს. არაერთგვაროვანი კანის მახასიათებლებია:
აჭრელებული კანი
მუქი, ღია ან წითელი ლაქები
მუქი წრეები თვალის გარშემო
გლუვი ტექსტურა
ჯანსაღი კანი გლუვია როგორც შესახედავად, ასევე შეხების დროსაც. თუკი ახლოდან შეხედავთ ასეთ კანს, აღმოაჩენთ, რომ ის 100%-ით ერთგვაროვანი, ანუ მინის ზედაპირივით პრიალა, არ არის, თმის ფოლიკულებისა და ფორების გარშემო და მათ შორის თითქოს უსწორმასწოროა, მაგრამ მაინც თანაბარზომიერი და შესაბამისად, გლუვია.
არაჯანსაღ კანს კი ეს თანაბარზომიერი ტექსტურა არ გააჩნია. ტექსტურასთან დაკავშირებული პრობლემებია:
არის თუ არა ჯანმრთელი თქვენი კანი? როგორ შეიძლება ამის განსაზღვრა? როგორ გამოიყურება „კარგი“, ჯანსაღი კანი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირველი საფეხურია კანის მოვლის სათანადო მეთოდის არჩევისკენ.
წარმოგიდგენთ ჯანსაღი კანის ოთხ მახასიათებელს:
ერთგვაროვანი ფერი ახალგაზრდული, ჯანსაღი კანის დამახასიათებელი ნიშანია. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ასეთი კანი ადამიანის მიმზიდველობის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად კანის ფერიც იცვლება, რადგან მზის სხივების დაგროვილი მარაგი მასზე მუქ ლაქებს და სხვა არასასიამოვნო ფაქტორებს აჩენს. არაერთგვაროვანი კანის მახასიათებლებია:
ჯანსაღი კანი გლუვია როგორც შესახედავად, ასევე შეხების დროსაც. თუკი ახლოდან შეხედავთ ასეთ კანს, აღმოაჩენთ, რომ ის 100%-ით ერთგვაროვანი, ანუ მინის ზედაპირივით პრიალა, არ არის, თმის ფოლიკულებისა და ფორების გარშემო და მათ შორის თითქოს უსწორმასწოროა, მაგრამ მაინც თანაბარზომიერი და შესაბამისად, გლუვია.
არაჯანსაღ კანს კი ეს თანაბარზომიერი ტექსტურა არ გააჩნია. ტექსტურასთან დაკავშირებული პრობლემებია:
- სხვადასხვა მიზეზით ამობურცული კანი
- აკნე
- ფერისმჭამელები (თეთრი, შავი)
- ნაოჭები
- ნაიარევები
- დატენიანება
ჯანსაღი კანი ნიშნავს დატენიანეულ კანს. ყველას მოგვისმენია რჩევა, რომ დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ. სათანადო რაოდენობის წყლის მიღება ჩვენი ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მაგრამ 8 ჭიქა წყლის მიღება კანის დასატენიანებლად ნამდვილად არ არის საჭირო.
კანის მკვდარი უჯრედები ძირითადად თვალისთვის შეუმჩნევლად სცილდება სახეს, მაგრამ თუ კანი არ არის სათანადოდ დატენიანებული, მაშინ მის ზედაპირზე ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება მკვდარი უჯრედები, რის გამოც კანს მშრალის შესახედაობა აქვს. ეს კი იწვევს შემდეგი სახის პრობლემებს: - კანის აფცქვნა
- კანის აქერცვლა
- სხვადასხვა შეგრძნება
თუკი თქვენი კანი ჯანსაღია, მას საერთოდ ვერ უნდა გრძნობდეთ. ვერც კი უნდა ამჩნევდეთ მას, თუკი სარკეში არ იყურებით. ჯანსაღი კანი არ იწვევს არაკომფორტულ და უცნაურ შეგრძნებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიგრძნიათ კანის დაჭიმულობა და სიმშრალე მისი დაბანის შემდეგ? ეს არ არის კანის ჩვეულებრივი მდგომარეობა და ამ შემთხვევაში დამნაშავეა სახის დასაბანი საშუალება, რომელიც ცოტა უხეშია თქვენი კანისთვის.
არაჯანსაღი შეგრძნებ. ა: - ქავილი
- წვა
- ჩხვლეტა
- დაჭიმულობა