რჩევები მათ, ვისაც სურს რომ ჰქონდეს ლამაზი, ნაზი და სუფთა ხელის კანი.

რჩევები მათ, ვისაც სურს რომ ჰქონდეს  ლამაზი, ნაზი და სუფთა ხელის კანი.
ხელის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ვინაიდან ხელი ეს სხეულის ღია ნაწილია, რომელიც განუწყვეტლივ განიცდის ატმოსფერული ფაქტორების ზეგავლენას. ხელის კანი უნდა იყოს მკვრივი, სუფთა, რბილი და ოდნავ თბილი.
ხელების მოვლა აუცილებელია არა მარტო ჰიგიენური , არამედ კოსმეტიკური თვალსაზრისითაც. ხელები დაბანის შემდეგ კარგად უნდა შევიმშრალოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სველი ხელით ჰაერზე გასვლა. ეს გამოიწვევს ხელის კანის გაუხეშებას და დახეთქვას. ხელის ხშირი დაბანა, მით უმეტეს ცხელი წყლით, იწვევს კანის სიმშრალეს და შემდეგ მის დანაოჭებას. ამ შემთხვევაში საჭიროა დასარბილებელი მალამოების წასმა.

  • კარგ შედეგს იძლევა შემდეგი შემადგენლობის ნარევი:
    გლიცერინი 1 ს/კ, თაფლი 1 ჩ/კ, ბორაკის ფხვნილი 1/2 ჩ/კ, წყალი ნახევარი ჭიქა. ეს სითხე კარგად შენჯღრეული უნდა წავისვათ დაბანილ და შემშრალებულ ხელზე.

  • არანაკლებ ეფექტურია შემდეგი ნარევი:
    50 გრ გლიცერინი, ნახევარი გამოწურული წვენი და ნახევარი ჩ/ჭ გადადუღებული წყალი.

  • თუ ხელის კანი ძლიერ ცხიმოვანია, ცხიმშემცველი მალამოს ნაცვლად, შეიძლება წავისვათ უცირებული მალამო, რასაც შემდეგნაირად დავამზადებთ: 2 გრ ჟელატინი გავადნოთ 2 ს/კ თბილ წყალში, მიღებულ ფაფისებურ მასაში ჩავალესოთ 1 ს/კ გლიცერინი და 1 ჩ/კ თაფლი, მთელი ეს მასა წამოვაცხელოთ ორთქლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ, მიღებული მალამო წავისვათ დაბანილ, მაგრამ შეუმშალებელ ხელის კანზე.

  • მათ, ვისაც ხელის გულები თითქმის ყოველთვის ნამიანი აქვთ, ხშირად უნდა წაისვან გადამდნარი ღორის ქონი ან ვაზელინი.

სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი