სალათი დელიკატესი, რომელიც ნამდვილად უნდა დააგემოვნოთ
სალათი გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი კერძია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს ნედლი და მოხარშული ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული, მწვანილი და კენკრა.
სალათა უნდა იყოს ახალი, ქორფა და მტვრევადი. იგი ჭამამდე ცოტა ხნით ადრე უნდა მომზადდეს. კერძი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგ გემოსთან ერთად, გაფორმებაც ლამაზი და მადის აღმძვრელი ექნება.
ახლა კი გასწავლით ერთ-ერთი უგემრიელესი სალათის მომზადებას.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
დარჩეული, გაწმენდილი და გარეცხილი სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო, პარკი ლობიო უნდა მოიხარშოს ცალ -ცალკე. კარგად რომ გაცივდება, თითოეული დაიჭრას მცირე ნაჭრებად. ახალი კიტრი, პამიდორი და მწვანე სალათა დავჭრათ, დავუმატო სხვა ბოსტნეული და ლამაზად განვალაგოთ სასალათე ლანგარზე. ზედ მოვასხათ წინასწარ გამზადებული სასალათე სითხე. მოვრთოთ წვრილად დაჭრილი ცერეცოთი ან ოხრახუშით.

- პამიდორი - 300 გრ,
- კიტრი - 300 გრ,
- ყვავილოვანი კომბოსტო - 200 გრ,
- სალათის ფოთლები - 100 გრ,
- სატაცური - 100 გრ,
- პარკი ლობიო - 100 გრ,
- ზეთისა და ძმრის ნარევი - 3/4 ჩაის ჭიქა,
- შავი პილპილი - 1/2 ჩაის კოვზი,
- დაჭრილი ცერეცო -1/2 ჩაის ჭიქა,
- მარილი - გემოვნების მიხედვით.