სადღესასწაულო სალათა პომიდორი ჩერითა და კრევეტებით

სადღესასწაულო სალათა პომიდორი ჩერითა და კრევეტებით
fpaparazzi დღესასწაულებისთვის გემრიელ და სასარგებლო სალათის მომზადებას გთვაზობთ.

საჭირო მასალა:
  • 0,5 კგ კრევეტები
  • 10პომიდორი ჩერი
  • 1 კონა სალათის ფოთოლი
  • 2 კიტრი
  • 200გ კრაბის ჩხირები
  • კამა
  • რამდენიმე კბილი ნიორი
  • არაჟანი, დაფქული წიწაკა და მარილი


მომზადების წესი:
1. კიტრი გათალეთ და დაჭერით პატარა კუბებად. აურიეთ კრევეტებსა და დაჭრილ კრაბის ჩხირებს.
2. დაუმატეთ 4-ად დაჭრილი პომიდორი ჩერი, კამა და დაჭყლეტილი ნიორი.
3. სასალათეში ჩაყარეთ დაჭრილი სალათის ფოთლები, დაუმატეთ კრევეტების სალათა, ზემოდან მოასხით არაჟანი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
გემრიელად მიირთვით.