ყვავილოვანი კომბოსტო ყველითა და ნივრით
fpaparazzi ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადების არაჩვეულებრივ და მარტივ მეთოდს გასწავლით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
- 1 საშუალო თავი ხახვი
- 4 ღერი ქონდარი
- 4 კბილი ნიორი
- 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
- მარილი და პილპილი
- ½ ჭიქა გახეხილი ყველი
მომზადების წესი:
- გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე.
- მოათავსეთ ყვავილედებად დაშლილი კომბოსტო ღუმელის პერგამენტდაფენილი ფირფიტაზე.
- მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, მოასხით ზეთი და დაალაგეთ ქონდრის ღერები.
- მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით 35-40წუთი.
- შემდეგ მოაყარეთ გახეხილი ყველი და აცხვეთ კიდევ 10-12 წუთი.
გემრიელად მიირთვით!