სამარხვო სალათა სოკოთი და მწვანე ლობიოთი
fpaparazzi შესანიშნავი მსუბუქი, საგაზაფხულო სალათის რეცეპტს წარმოგიდგენთ...
მომზადების დრო: 15 წუთი
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 210 კკალ
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 15 წუთი
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 210 კკალ
საჭირო მასალა:
- სალათის ფურცლები
- ერთი კონა სასურველი მწვანილი
- ლიმონი
- ქამა სოკო
- ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
- 200 გ პარკი ლობიო
- მარილი
- 20 გ პომიდორი ჩერი
- სტაფილო 3 ცალი
მომზადების წესი:
- სტაფილო და მწვანე ლობიო მოხარშეთ მარილწყალში 5-7 წუთის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ, ძალიან რომ არ მოიხარშოს.
- გადაიტანეთ ბოსტნეული წივ წყალში. შემდეგ დაჭერით სტაფილო კუბიკებად, სოკო - პატარა ნაჭრებად, ჩერი გაჭერით შუაზე.
- მოამზადეთ სოუსი „ვინეგრედი“: აუარიეთ მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.
- მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა სასალათეში და მოასხით სოუსი.
- მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და სალათის დახეული ფურცლები.
გემრიელად მიირთვით!