მწვანე ლობიოს სალათა ველური ჟოლოთი
fpaparazzi ორიგინალური და ძალიან გემრიელი სამარხვო სალათის მომზადებას გასწავლით.
მომზადების დრო: 30 წთ
ულიფების რაოდენობა: 4-6
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 219
საჭირო მასალა:
მოსასხმელად:
მომზადების წესი:
მომზადების დრო: 30 წთ
ულიფების რაოდენობა: 4-6
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 219
საჭირო მასალა:
- 400 გ ახალი მწვანე ლობიო
- მარილი
მოსასხმელად:
- ტკბილი მდოგვი
- 1 ჭიქა ტყის ჟოლო
- 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვერჯინი“
- პატარა კონა მწვანე ხახვი
- ჟოლოს ძმარი 1/3 ჭიქა
- 1 დიდი ფორთოხლის ცედრა
მომზადების წესი:
- მოსასხმელისთვის ერთმანეთში აურიეთ ძმარი, მდოგვი, ზეითუნის ზეთი და მარილი.
- ლობიოს მოაცალეთ ბოლოები. მოწალეთ ადუღებულ წყალში - ძალიან არ უნდა მოიხარშოს, ოდნავ ხრაშუნა დარჩეს, ამიტომაც 2-3 წუთი ეყოდა მოწალვე, შემდეგ მაშინვე გადაიტანეთ გაყინულ წყალში.
- გადაწურეთ და გააშრეთ. ხელით გახლიჩეთ თითოეული პარკი, შუეირთ დაჭრილი ხახვი და ფორთოხლის ცედრა. მოასხით მზა მოსასხმელი და ფრთხილად შეურიეთ ჟოლო. მოაყარეთ ახალდაფქული შავი პილპილი.
- სხვათა შორის, იმისათვის, რომ სალათა მეტად ნოყიერი გამოგივიდეთ, დაუმატეთ ყველი. ძალიან მოუხდებათ თხის ყველი, ნაკლებმარილიანი ბრინზა, ფეტა ან სულუგუნი.