ათეროსკლეროზის დროს დასახმარებლად მიმართეთ ხალხურ საშუალებებს

ათეროსკლეროზის დროს  დასახმარებლად მიმართეთ ხალხურ საშუალებებს
ათეროსკლეროზი მიეკუთვნება თანამედროვე ადამიანის ერთ- ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას. ადამიანებს, რომლებიც არ იცავენ დიეტას, არ ასრულებენ რეგულარულად ფიზიკურ ვარჯიშებს, სისტემატურად სტრესის ქვეშ იმყოფებიან, არტერიების კედლები ეფარებათ ქოლესტერინით, რომელიც არღვევს ამ კედლებს და ფორმირდება ნაწიბუროვანი ქსოვილი.
ხალხურ მედიცინაში არსებობს ბევრი საშუალება, რომელიც რეკომენდებულია ამ დაავადების დროს. ძირითადად ისინი მიმართულია სისხლძარღვთა ელასტიურობის აღდგენისა და შენარჩუნების, ქოლესტერინის გამოდევნის, ორგანიზმის დამცველი ძალების გაძლიერებისაკენ.

რეცეპტები:
  • ნათესი წიწიბურა - ყვავილების ნაყენს სვამენ სკლეროზის დროს. ერთ დ/კ - ს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე, დავაყენოთ 2 სთ, დახურულ ჭურჭელში. მივიღოთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 -ჯერ დღეში.

  • ჯანმრთელობის ყოველდღიური სასმელი - ასკილი. 1 ს/კ ასკილს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ, როგორც ჩაი და ვსვათ 150 -150 მლ 3 -ჯერ დღეში.

  • ათეროსკლეროზის დროს - 2 ჩ/კ კულმუხოს ფესვებს დავასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი, დავაყენოთ 3 სთ. დავდგათ ნელ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 10 წთ. შემდეგ გავწუროთ. ვსვათ 2 - 2 ს/კ 3 -ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

  • სკლეროზის განვითარების თავიდან ასაცილებლად რეგულარულად უნდა მივიღოთ ბოლოკის წვენი თაფლთან ერთად ( გემოვნებით).

  • იმისათვის, რომ გავიმაგროთ სისხძარღვები და გავისუფთაოთ სისხლი, ავურიოთ ერთმანეთში 1 ჭიქა კამის თესლი, 2 ს/კ ნატურალური თაფლი. დაფხვნილი ვალერიანის ძირები და 2 ჩ/ჭ ნატურალური თაფლი. ამ ნარევს დავასხათ 2 ლ მდუღარე და 1 დღე- ღამე დავაყენოთ თერმოსში, შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ 3 - ჯერ დღეში თითო ს/კ ჭამამდე 30 წთ ადრე.

  • გაასუფთავეთ ერთი თავი ნიორი და დაასხით 2 ჭიქა 70 % - იანი სპირტი. დააყენეთ 5 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ 2 - ჯერ დღეში 30 - 30 წვეთი ჭამამდე 30 წთ ადრე, მიაყოლეთ 50 მლ რძე ან წყალი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი