რომელი ხალხური რეცეპტებით მკურნალობენ კარდიოსკლეროზს

რომელი ხალხური რეცეპტებით მკურნალობენ კარდიოსკლეროზს
კარდიოსკლეროზი - ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც გულის კუნთში ვითარდება შემაერთებელ - ნაწიბუროვანი ქსოვილი. ეს ხდება ათეროსკლეროზის, მიოკარდიტების, მიოკარდის ინფარქტის გადატანის შემდეგ.

კარდიოსკლეროზის კლინიკა ყალიბდება შემდეგი სინდრომებით:
  • გულის კუმშვადობის უნარის დარღვევა.
  • გამტარებლობის და რითმის დარღვევა,
  • გულ - სისხლძარღვთა უკმარისობა.

დაავადებას აქვს პროგრესირებადი მიმდინარეობა, შედარებით გაუმჯობესების პერიოდებით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი. ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამოკიდებულია ძირითადი დაავადების ( ათეროსკლეროზი, ინფარქტი, რევმატიზმი ) პროგრესირებაზე.

რეცეპტები:
  • გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია უზმოზე 1 ჩ/კ თაფლთან და 2 ჩ/კ არაჟანთან ერთად ათქვეფილი 2 კვერცხის ცილის მიღება.

  • დავაქუცმაცოთ კვლიავის ( ქიმანის) ნაყოფი - 1 ჩ/კ, კუნელის ძირები - 1 ს/კ. ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ ღამით, თერმოსში. გავწუროთ. დავლიოთ დღის განმავლობაში 4 - 5 მიღებაზე.

  • შინაური ხაჭო შეუცვლელია, როგორც სკლეროზის, ასევე კარდიოსკლეროზის დროს. ავადმოფებმა აუცილებელია მიიღონ იგი ყოველდღიურად არანაკლები 100 გრამისა.

  • სასარგებლოა ყოველდღიურად 1 ლიმონის მიღება ( შაქართან ან თაფლთან ერთად) ან მისი წვენის დალევა.

  • 1 ჭიქა ხახვის წვენი ავურიოთ 1 ჭიქა თაფლში. მივიღოთ თითო ს/კ ჭამამდე 30 წთ. ადრე 3 - ჯერ დღეში. ნარევი შევინახოთ მაცივარში.

  • გავასუფთავოთ კანისგან ნახევარი ლიმონი, დავაქუცმაცოთ, დავასხათ 1 ჭიქა წიწვის ნახარში ( 1 ს.კ წიწვი 1 ჭიქა მდუღარეზე ). ვადუღოთ 3 წუთი, დავაყენოთ 3 სთ, გავწუროთ და მივიღოთ ნარევი 3 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 2 კვირა. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი გავიმეოროთ.

კარდიოსკლეროზის, ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის, გულის ფრიალის დროს მოვამზადოთ ორი შემადგენლობა:
  1. ნარევი : 500 გრ არაყი შევურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე ( თან გამუდმებით ვურიოთ ) ზედაპირზე რძისფერი აპკის წარმოქმნამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავაყოვნოთ, რომ დაილექოს.

  2. ნარევი: ავიღოთ თითო ჩ/კ ვალერიანის ბალახი და ძირები, ჭვავის რქა ( მათრობელა ), გვირილა, შავბალახა, ჭაობის ბერულა, ბარამბო და დავასხათ 1 ლ მდუღარე, დავაყენოთ 30 წთ, გავწუროთ.

ორივე ნარევი შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ 3 დღე გრილ და ბნელ ადგილას. მივიღოთ 7 დღე თითო ჩ/კ 2 - ჯერ დღეში, დილით და საღამოს, შემდეგ კიდევ ერთი კვირა თითო ს/კ დღეში 2 - ჯერ, სანამ ნარევი არ დამთავრდება. შევისვენოთ 10 დღე. გავიმეოროთ მკურნალობის კურსი ორჯერ.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი