“კირკაჟი” ლობიოს მომზადების უგემრიელესი რეცეპტი
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 305 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ნიორი- 3 კბილი
- ღვინის ძმარი- 2ს.კ
- მცენარეული ზეთი- 2ს.კ
- დიდი კონა ქინძი
- 2 ჩ.კ ქონდარი
- დაჭრილი ხახვი
- 500გ ლობიო
- 0,5 ჭიქა ნიგოზი
- მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 0,5 ჭიქა უცხო სუნელი
მომზადების წესი:
- ლობიო გაარჩიეთ, გარეცხეთ და კარგად მოხარშეთ. შემდეგ კი დაყარეთ საწურზე, ნახარში წყალი არ გადაღვაროთ.
- ხახვი გაფცქვენით და რგოლებად დაჭერით. ზეთი გააცხელეთ ტაფაზე და ხახვი მოთუშეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ლობიო და 5 წუთით ისევ თუშეთ.შემდეგ დაუმატეთ სუნელები, ქონდარი, ძმარი, ლობიოს ნახარში და ადუღეთ 5-7 წუთის განმავლობაში.
- ნიორი და ქინძი წვრილად დაჭერით, დაუმატეთ ლობიოს და ცეცხლიდან გადმოდგით. მარილი და წიწაკა ჩაუმატეთ გემოვნებით. კერძს თეფშზე ამოღების შემდეგ ლობიოს ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით.