ლობიო ნიგვზითა და ბროწეულით

ლობიო ნიგვზითა და ბროწეულით
მომზადების დრო- 1.30წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 819 კკ-ია.

საჭირო მასალა:

  • 500გ ლობიო
  • შაქარი
  • 1 ცალი მწარე წიწაკა
  • 3ს.კ ბროწეულის მარცვალი
  • 1ჭიქა ნიგოზი
  • მცენარეული ზეთი-1ს.კ
  • 2 კბილი ნიორი
  • მწიკვი დაფქული წიწაკა
  • მწიკვი დაფქული დარიჩინი
  • ქინძი
  • 0,5 ჭიქა ბროწეულის წვენი
  • დაჭრილი ხახვი
  • მწიკვი დაფქული შაფრანი
  • მწიკვი დაფქული მიხაკი
  • მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. ლობიო გაარჩიეთ, გარეცხეთ, დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე
  2. შემდეგ გადმოდგით და გადაუწურეთ წყალი, დაასხით კვლავ ცივი წყალი და აადუღეთ. ხარშეთ 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ლობიო საწურზე გადმოიტანეთ. კვალვ დაასხით ახალი წყალი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ცოტა შაქარი. ხარშეთ მანამ, სანამ არ მოიხარშება.
  3. ნიგოზი დანაყეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ. წიწაკა ძალიან წვრილად დაჭერით.
  4. პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ ნიგოზი, დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, დაჭრილი წიწაკა, სუნელები და ბროწეულის წვენი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
  5. ხახვი გაფცქვენით, დაჭერით რგოლებად და დაუმატეთ ლობიოს, შემდეგ კი ჩაამატეთ სუნელები. მზა კერძის თეფშზე ამოღების შემდეგ ლობიოს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.


გემრიელად მიირთვით.