საშუალებები, რომლებიც ასუფთავებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისა და ყოველგვარი ნადებისგან
ათეროსკლეროზთან ბრძოლა მაშინ კი არ უნდა დავიწყოთ, როცა იგი უკვე გვაქვს, არამედ ბევრად ადრე - ნეირო - სისხძარღვოვანი დისტონიის გამოვლინების თანადროულად. ათეროსკლეროზი ვითარდება ნელა, ზოგჯერ ათეული წლების განმავლობაში, აზიანებს რა სისხლძარღვოვან სისტემას და აძნელებს სისხლით საკვები ნივთიერებების მოხვედრას ორგანოებსა და ქსოვილებში.
არსებობს 5 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების წარმოშობასა და განვითარებას:
რეცეპტები:
არსებობს 5 ძირითადი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების წარმოშობასა და განვითარებას:
- ნერვული დარღვევები, რომელსაც მივყავართ ცხიმოვან - ცილოვანი თანაფარდობის ცვლილებებთან.
- ორგანიზმში ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები.
- კვების ფაქტორი (დიდი რაოდენობით ქოლესტერინი, ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტი, რომელიც ხვდება ორგანიზმში საკვებით ).
- ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი.
- მემკვიდრეობა.
რეცეპტები:
- ვსვათ კომბოსტოს ფოთლების წვენი ნახევარ - ნახევარი ჭიქა ჭამამდე 15 წთ -ით ადრე - ის აქვეითებს ქოლესტერინის შემცველობის სისხლში.
- ავავსოთ ნახევარლიტრიანი ქილა სამყურას გამხმარი ყვავილებით, დავასხათ 0,5 ლ არაყი და დავდგათ ბნელ ადგილას 2 კვირით. ვსვათ თითო ს/კ ძილის წინ. მკურნალობის კურსი 3 თვეა, შესვენება 2 კვირა, შემდეგ ისევ 3 თვე მივიღოთ ნაყენი.
- 1 კგ შავნაყოფა ჭნავის (ცირცელის ) 1- 2 სმ სისქის ქერქი, რომელიც აღებულია ხიდან ადრეულ გაზაფხულზე, სითხის მოძრაობის დაწყებისას. დავასხათ 0,5 ლ წყალი 5 ს/კ დაქუცმაცებულ ქერქს, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავაყოვნოთ ნელ ცეცხლზე 2 სთ თავდახურულ ჭურჭელში. გავწუროთ და მივიღოთ 30 - 30 მლ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ - ით ადრე. ნახარში შევინახოთ მაცივარში არაუმეტეს 2 დღისა, გავაცხელოთ მიღების წინ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
- ოხრახუშის მაგარი ნახარში ვსვათ, როგოც ჩაი. ასუფთავებს სისხლძარღვებს ქოლესტერინისა და ყოველგვარი ნადებისგან.
- სასარგებლოა დღეში 20 - 20 მლ მცენარეული ზეთის, ბროწეულის წვენის ან 100 გრ უცხიმო ხაჭოს მიღება.