როგორ მკურნალობს ხალხური მედიცინა წითელ ბრტყელ ლიქენს

როგორ მკურნალობს ხალხური მედიცინა წითელ ბრტყელ ლიქენს
დაავადება ხასიათდება პაპოლიზური გამონაყარით, ხანგრძლივი მორეციდივე მიმდინარეობით. გამონაყარი ვლინდება ნაკეცებში ბარძაყის შიგნით ზედაპირზე, ტანზე, წვივების შიგნითა ზედაპირზე წარმოიქმნება ბრტყელი პაპულა პრიალა ზედაპირით, მისი ფერი მუქი წითელი ან მოლურჯოა. წითელი ბრტყელი ლიქენისთვის დამახასიათებელია ე.წ. "უიკჰემის ბადე": ახალ პაპულაზე მზესუმზირის ზეთის წასმის დროს ჩნდება მოთეთრო მოვერცხლისფრო ბადე და მარცვლები. გამონაყარი როგორც წესი ხასიათდება ძლიერი ქავილით.
მკურნალობა: წითელი ბრტყელი ლიქენის ყველა ფორმის დროს მკურნალობა როგორც წესი იწყება პირის ღრუს სანაციით ნუშურა ჯირკვლების მკუნალობით, ინიშნება დამამშვიდებელი ან ანტიჰისტამინური პრეპარატები, კალციუმის პრეპარატები და ვიტამინოთერაპია B ჯგუფით. საჭიროა დადგინდეს გამომწვევი მედიკამენტი. იკვლევენ კუჭ - ნაწლავის დაავადებას. ქავილის მოსახსნელად ავადმყოფს უნიშნავენ ჭინჭრის, ფარსმანდუკის, ასფურცელას პრეპარატებს, ზოგადმატონიზირებელ მცენარეებს: ელეუტეროკოკი, როდიოლა, ჟენ - შენი, ალოე და ა.შ. ადგილობრივად ფიტოაბაზანები. ნიშნავენ მატიტელას, კამის, ჯანგას, წიწმატურას დასალევად, წყლულოვანი ფორმის დროს იყენებენ: სალბს, გვირილას, მრავალძარღვას წვენს, ქაცვის ზეთს, ვარდის ზეთს.

რეცეპტები:
  • კარგი ეფექტი აქვს საერთო აბაზანებს: კაკლის ფოთლით, შვრიის თივით, ღვიის ნაყოფით, არყის და ფიჭვის კვირტებით.

  • წითელი ლიქენის სამკურნალოდ იყენებენ ნაყენს:
    კურდღლისტუჩა 2 ს/კ დაფქვილ ბალახის ფხვნილს დაასხით 500 მლ ცხელი წყალი, ადუღეთ 2 წთ - ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 12 სთ. დახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. მიიღება ნახარში 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე შემდეგი სქემით: პირველი 7 დღე - 1 ს/კ. შემდეგ 5 დღე 1/4 ჭიქა, ამასთან ერთად უნდა გაკეთდეს ნაყენით საფენები 3-4 - ჯერ დღეში.

  • მოამზადეთ ნაკრები: ბაბუაწვერას ფესვი, ჭინჭრის ფოთლები, ღვიის ნაყოფი, კრაზანას ბალახი, ანწლის ყვავილები თანაბარი რაოდენობით დაფქვით 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 2 - 3 - ჯერ დღეში ერთი თვე.

  • სასარგებლოა არყის ფოთლების ცხელი ნაყენით ჩამობანა 2 - ჯერ დღეში 3 - 5 წუთის განმავლობაში, არ ჩამოირეცხოთ, შეშრეს კანზე, რამდენიმე დღეში მდგომარეობა უმჯობესდება.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი